GQ-ს ბრიტანულმა გამოცემამ მელანია ტრამპის 15 წლის წინანდელი ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც მელანია აღნიშნული გამოცემის, 2000 წლის, იანვრის ყდისთვის პოზირებდა. ფოტოები მაშინ არის გადაღებული, როდესაც მელანია ჯერ კიდევ ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატის დონალდ ტრამპის შეყვარებული იყო.
სექსუალურ ფოტოსესიაში მელანია ტრამპი ბოინგ 727-ის ბორტზე გადაიღეს, სადაც ის ბრილიანტის ყელსაბამებითა და სამაჯურებით პოზირებს.
მელანია ტრამპი ბოლო დღეების განმალობაში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს, რაც მის სიტყვით გამოსვლას მოჰყვა. მელანიას საჯარო გამოსვლა ტაბლოიდებმა მიშელ ობამას წინასაარჩევნო სიტყვას შეადარეს და Copy Paste-ით მოიხსენიეს.