აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში ნანუკა ჟორჟოლიანიც გამოეხმაურა.
„ლეღვერას თითქმის ყველა იცნობს სატელევიზიო სფეროში. "ტიფლისის" რეჟისორი იყო. GDS-ის შექმნაში დიდი წვლილი მიუძღვის და ახლა ამერიკაში მუშად მუშაობს. უცნაური ამბავია, თან მაშინ, როცა ის ამბობს, რომ მთავარია, არავის მონად არ დარჩეო. ეჭვი მაქვს, წარსულს გულისხმობს. GDS-ზე მთავარი რეჟისორი რომ ხარ და ამერიკაში "პრარაბად" წახვალ, ცოტა უცნაურია. თორემ მუშად მუშაობა რომ არ ტეხავს, კარგად ვიცი. ამ ამბავში სხვა რამე ტეხავს“, - წერს ტელეწამყვანი.
შეგახსენებთ, ჟურნალ OK!-სთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში, ლევან დაბრუნდაშვილმა განაცხადა, რომ მისი ოცნება იყო „ტიფლისისა“ და „ქერჩის“ შემდეგ მუშაობა „ვეფხისტყაოსნის“ ეკრანიზაციაზე დაეწყო.
„2016 წლის ბოლოს, თუ გამიმართლებს და ჩემი ნამუშევრებით დავამტკიცებ, რომ კარგი პროდუქტის დადება შემიძლია, ჩემს ჯგუფთან ერთად ბევრ სიახლეს შემოგთავაზებთ. ვგეგმავ, გავაკეთო ჩემი ოცნების პროექტი „ვეფხისტყაოსანი“. ოღონდ, ეს არ იქნება ზუსტად ის, რაც წიგნში წერია. ეს იქნება ზღაპარი. ვფიქრობ, რომ სიუჟეტში, ძირითადად, ბოლო ეპიზოდს - „ქაჯეთის ციხის“ აღების სცენას გავაცოცხლებ“, - განაცხადა ლევანმა.