მანიკა ასათიანი საკუთარ შვილსა და ოჯახზე
„ჩემი გიო 3 წლისა და 6 თვისაა. საუკეთესო მეგობრები ვართ. ჩვენს ურთიერთობას გიჟურს დავარქმევდი - ძალიან გვიყვარს ერთმანეთი და ამას ყოველწამს გამოვხატავთ. გიო უთბილესი ადამიანია - ყოველთვის მეფერება და სიყვარულს მიხსნის. მეც, გიოს მსგავსად, ემოციური ვარ - გამუდმებით ვკოცნი და ვეხუტები. გიოს განსაკუთრებულად სიმღერა უყვარს. მთელი დღე მღერის, სათქმელსაც სიმღერით ამბობს ხოლმე. ათას რამეს ვიგონებთ და ამას სიმღერის საშუალებით ვაფორმებთ. გიო ძალიან ჯიუტია, მიჭირს ხოლმე მის ამ თვისებასთან გამკლავება, თუმცა იმედი მაქვს, მომავალში ამას სწორი მიმართულებით გამოიყენებს და ეს გამოადგება კიდეც”.