ბესარიონი
დიზაინერი
მოგზაურობა
მთელი ცხოვრებაა ვმოგზაურობ. ზოგჯერ ჩემოდნის ამოლაგებასაც კი ვერ ვასწრებ. ჩემი ყველაზე საყვარელი ქალაქებია პარიზი და კიევი. პარიზი იმიტომ, რომ ჩემთვის შთაგონების წყაროა, ხოლო კიევი იმიტომ, რომ იქ ჩემი უამრავი მეგობარი ცხოვრობს. მომწონს უკრაინელების მენტალიტეტი. მოგზაურობისას, ნებისმიერი ახალი ქალაქი ახალ ისტორიებს, შთაბეჭდილებებსა და შეგრძნებებს მძენს, რომელიც ჩემს შემოქმედებაზეც აისახება ხოლმე.
საოცნებო ქალაქი
სრულიად შეგნებულად არ მივდივარ ლონდონსა და ნიუ-იორკში – ვიცი, რომ აუცილებლად დავრჩები.
საყვარელი დიზაინერები
ქართველებიდან ძალიან მომწონს დათუნა სულიკაშვილი და თამუნა ინგოროყვა. ჩემთვის ასევე გამორჩეულად საყვარელი ბრენდია PRADA.
საყვარელი წიგნი და მწერალი
ძალიან მიყვარს ოსკარ უაილდის „დორიან გრეის პორტრეტი“. პირველად რომ წავიკითხე, საოცრად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, რომელიც დღემდე მომყვება.
რაც შეეხება მსახიობებს, ტილდა სუინტონი მიყვარს გამორჩეულად.
შოპინგი
საერთოდ არ ვარ შოპოჰოლიკი. თითქმის ყველა ნივთი შემთხვევით მაქვს შეძენილი. ბრენდების მიმართაც არ მაქვს სნობური დამოკიდებულება – ნებისმიერი ბრენდი მაცვია.
საყვარელი ფილმი
ბოლოს ნანახიდან, გადამრია ფილმმა „გოგონა დანიიდან“ – საოცარი ფერები, კადრები და მსახიობები იყო. ძალიან მიყვარს „შინდლერის სია“, „მკითხველი“ და „საუზმე ტიფანისთან“.
საყვარელი სამზარეულო
ძალიან ბევრი ქვეყნის ეროვნული სამზარეული გამისინჯავს, მაგრამ ქართული მაინც უსაყვარლესია ჩემთვის.
გართობა თბილისში
თბილისში ყოფნისას, ძალიან ცოტა თავისუფალი დრო მაქვს ხოლმე. უზომოდ მიყვარს რესტორანი PUR-PUR და ღამის კლუბი „დიდი გალერეა“, სადაც წინა ვიზიტის დროს, უკრაინელ მეგობრებთან ერთად მოვხვდი და საოცარი მუსიკა დაგვხვდა. ზოგადად, ძალიან მიყვარს UNDERGROUND-კულტურა.
საყვარელი სუნამო
YVES SAINT LAURENT-ის BODY KOUROS, რომელიც, სამწუხაროდ, აღარ იყიდება.
3 ნივთი, რომელიც ყველა ქალს უნდა ჰქონდეს გარდერობში
1. პატარა შავი კაბა
2. დიდი ზომის ჯინსის შარვალი
3. თეთრი პერანგი