„ქალის სილამაზე მის თვალებში უნდა დაინახო, რადგან ეს არის გზა მისი გულისკენ, იმ ადგილისკენ, სადაც სიყვარული ცხოვრობს“, – ეს გენიალური სიტყვები ულამაზეს ოდრი ჰეპბერნს ეკუთვნის და შეუძლებელია არ დავეთანხმოთ, როდესაც საუბარს უმშვენიერეს ნუკა ყარალაშვილზე ვაპირებთ.
გამორჩეული სილამაზის მოდელმა, რომელმაც 2015 წლის „მის საქართველოს“ გვირგვინი სრულიად დამსახურებულად მოირგო, ქართველი ხალხის სიყვარული მალევე დაიმსახურა და უცხოური მედიის ყურადღებაც მიიქცია, რადგან „მის მსოფლიოზე“ ჩვენი ქვეყნის სახელით წარდგა.
მილიონი მიზეზიდან, წარმოგიდგენთ 12 მიზეზს, თუ რატომ უნდა გიყვარდეთ ულამაზესი ნუკა ყარალაშვილი:
1. იმიტომ, რომ სილამაზით ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა. მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში 5 წლის ასაკში შევიდა, საუკეთესო მოსწავლის სტატუსი მალევე მოიპოვა და ბავშვურ სიცელქეებთან ერთად, მისი სილამაზეც ყველასთვის აღსანიშნავი გახდა. მეტიც – ნუკა ის მოსწავლე აღმოჩნდა, რომელმაც თანაკლასელებში მოდის ახალი ტენდენციები დაამკვიდრა.
2. იმიტომ, რომ საკუთარი გარეგნობა სწორი მიმართულებით განავითარა და 16 წლის ასაკში პოდიუმზე პირველი ნაბიჯები გადადგა, მოდის კრიტიკოსები საკუთარი სილამაზით მოხიბლა და საერთაშორისო სილამაზის კონკურს Elite Model Look-ზე, საქართველო ღირსეულად წარადგინა.
3. იმიტომ, რომ სამოდელო საქმიანობის მიუხედავად, სწავლაზე უარი არ უთქვამს და დატვირთული გრაფიკის პარალელურად, უმაღლესი განათლების მიღებაც მოახერხა. ნუკამ, საერთაშორისო ტურიზმის განხრით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა. სამომავლოდ კი, სწავლის გაგრძელებას მაგისტრატურაზეც გეგმავს.
4. იმიტომ, რომ საკუთარი ნიჭი არა მხოლოდ პოდიუმსა და სწავლაში, არამედ ორიგინალური და საუცხოო ვარცხნილობების შექმნაშიც გამოავლინა. „ბავშვობაში ძალიან ლამაზ თმის ვარცხნილობებს ვქმნიდი, მათ შორის – აფრიკულ ნაწნავებს. მაშინ მოდელობაზე არ ვფიქრობდი და მინდოდა, თმის სტილისტი გავმხდარიყავი“, – ამბობს ნუკა.
5. იმიტომ, რომ 2015 წელი გამორჩეულ წლად აქცია – „მის საქართველოს“ გვირგვინი მოიპოვა და ქართველი მისების სიას საკუთარი სახელი სრულიად დამსახურებულად შემატა. ამ გამარჯვების შემდეგ კი, ჩვენი ქვეყანა „მის მსოფლიოზე“ წარადგინა.
6. იმიტომ, რომ უპირატესობას ბუნებრიობასა და ნატურალურ მაკიაჟს ანიჭებს. „მის მსოფლიოს“ შემდეგ, უკვე დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ და ვცდილობ, ყოველთვის შევინარჩუნო კარგი ფიზიკური ფორმა, მაგრამ ამავდროულად მინდა, შევინარჩუნო ჩემი სტილი და ყოველი დილა ნატურალური Make Up-ით დავიწყო“, – განაცხადა ნუკამ.
7. იმიტომ, რომ უპირატესობას ჯანსაღი ცხოვრების წესს ანიჭებს და მიაჩნია, რომ ვარჯიში და სწორი კვება ყველა ადამიანისთვის მნიშვნელოვანია. რაც შეეხება სილამაზის სალონებს, ნუკამ იმდენად კარგად შეისწავლა მაკიაჟი და თმის ვარცხნილობა, რომ ახლა უკვე თავადაც შეუძლია ამ საქმის პროფესიულ დონეზე შესრულება.
8. იმიტომ, რომ საკუთარი პარამეტრების მიუხედავად, საოცარი მზარეულია. როგორც თავად ამბობს, სამზარეულოში ფუსფუსი ძალიან უყვარს და განსაკუთრებულად გემრიელი „პასტა“ გამოსდის. მისი მომზადება მილანში ცხოვრების დროს ისწავლა.
9. იმიტომ, რომ მისთვის იდეალურ გარემოს მეგობრები და მათთან გატარებული დრო ქმნის. როგორც თავად ამბობს, მეგობრების გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია და მათ საკუთარი ოჯახის წევრებად მიიჩნევს.
10. იმიტომ, რომ იმდენად ლამაზი და კეთილია, როდესაც მის გვერდით ხართ, ნუკას ღიმილი და ნათელი თვალები ამ ადამიანის მთელ შინაგან სამყაროს გაჩვენებთ და პოზიტივით გავსებთ.
11. იმიტომ, რომ ძალიან უნდა, ქველმოქმედი გახდეს და იმ გაჭირვებულ ოჯახებსა და მოხუცებს დაეხმაროს, რომლებსაც თავშესაფარი არ აქვთ.
12. იმიტომ, რომ წინ უამრავი გეგმა აქვს და კიდევ ბევრი წარმატება ელოდება, რისთვისაც ჩვენი გვერდში დგომა სჭირდება – ეს სიყვარული მას კიდევ უფრო გააძლიერებს.