ინტერნეტგამოცემა Vanity Fair პამელა ანდერსონის ახალგაზრდობის ფოტოებს ავრცელებს. ეს სწორედ ის პერიოდია, როდესაც მოდელს ჯერ არცერთი პლასტიკური ოპერაცია არ ჰქონია გაკეთებული.
გამოცემის თქმით, სჯობს პამელა ანდერსონი ხალხს ახსოვდეს სწორედ ისეთი, როგორიც ახალგაზრდობაში იყო და ის არასოდეს დავივიწყოთ.
პამელა ანდერსონი 1967 წელს კანადის ქალაქ ლედისმითში დაიბადა, მამამისი ბარი ანდერსონი ღუმელის შემკეთებელი, ხოლო დედამისი კეროლი, მოსამსახურე იყო.
1985 წელს ანდერსონი საცხორებლად ვანკუვერში გადავიდა, სადაც ფიტნეს ინსტრუქტორად დაიწყო მუშაობა. 1989 წელს პამელამ ჟურნალ „ფლეიბოის“ გარეკანისთვის გაიხადა. მოგვიანებით მან მკერდის გადიდება გადაწვიტა და კვლავ რამდენჯერმე გამოჩნდა „ფლეიბოის“ გარეკანზე. ტომი ლისთან დაქორწინების შემდეგ პამელა ანდერსონი გარკვეული დროის განმავლობაში ცნობილი იყო პამელა ანდერსონ ლის სახელით.