მომღერალმა სალომე ბაკურაძემ პატარა ალექსანდრე გააქრისტიანა. ნათლობის ცერემონია სამების ტაძარში გაიმართა და მას საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც დაესწრნენ, რამდენიმე მათგანი სწორედ ალექსანდრეს ნათლია გახდა.
როგორც თავად სალომემ გვითხრა, ალესანდრეს ნათლობა სალომეს ქორწინების ორი წლის იუბილეს დაემთხვა და ოჯახისთვის ეს თარიღი ორმაგად სასიხარულო აღმოჩნდა.
„თავიდანვე გადაწყვეტილი გვქონდა, რომ როდესაც ალესანდრე 40 დღის გახდებოდა, ქრისტიანული წესით მოგვენათლა და ასეც მოხდა. ნათლობა აღარ გადავდეთ, მითუმეტეს, რომ ეს თარიღი ჩემი და ლაშას ქორწინების 2 წლის იუბილეს ემთხვეოდა.
სამების ტაძრის მოსანათლ დარბაზში მოვნათლეთ. ნათლიების შერჩევა არ გაგვჭირვებია, ალესანდრეს ნათლიები, ჩვენი უახლოესი და უსაყვარლესი მეგობრები გახდნენ. მათთან იმდენად ახლო უართიერთობა გვაქვს, რომ გვსურდა ისინი ჩვენთან ნათესაურ კავშირშიც ყოფილიყვნენ.
ალესანდრეს სულ 9 ნათლია ჰყავს, მაგრამ სამწუხაროდ, ნათლობაზე მხოლოდ 7 მათგანი იყო, რადგან ვახო ნიკოლავა და ანი სვანიძე ამჟამად ამერიკაში იმყოფებიან.
ალესანდრეს ნათლიები არიან: ფეხბურთელი ჯაბა ჯიღაური, ნინოლა კიკაბიძე, თათა ხვედელიძე, ნოდიკო ტატიშვილი, ნანუკა გოგიჩაიშვილი, თიკა მახალდიანი და თემო პირველაშვილი, ასევე, ჩემი მეუღლის ახლო მეგობარი ნიკოლოზ გამეზარდაშვილი“, - განაცხადა სალომე ბაკურაძე OK!-სთან საუბრისას.