ქართულ სილამაზეს მსოფლიოს მაღალი მოდის ინდუსტრიაში დღესდღეობით ახალგაზრდა და ულამაზესი თაკო ნაცვლიშვილი წარმოაჩენს.
Atelier Versace, Yohji Yamamoto , Calvin Klein, Elie Saab, Ralph and Russo, Dior, Zuhair Murad, Giorgio Armani - ეს იმ მსოფლიო ბრენდების მცირე ჩამონათვალია, რომლებთანაც ქართველი მოდელი აქტიურად თანამშრომლობს და მათი ჩვენებების ერთ-ერთ მთავარ "მარგალიტს" წარმოადგენს.
თაკო ნაცვლიშვილი ამჯერად Instagram-ის Black & White ფოტოებით გვანებივრებს და სოციალურ ქსელს ძალიან დახვეწილი და სექსუალური ფოტოებით იპყრობს.
ყველაზე დასამახსოვრებელი ჩვენება თაკოს სამოდელო კარიერაში Versace იყო, მისი დებიუტი პარიზის მაღალი მოდის კვირეულზე სწორედ იქ შედგა, დღეს უკვე არაერთი შემოთავაზება აქვს სხვადასხვა კომპანიიდან, რომელიც გადაღებებს სთავაზობს.
თაკო აქტიურად ცდილობს მოდელისთვის იდეალური ფორმები შეინარჩუნოს, რისთვისაც არც დროს ზოგავს და არც - ენერგიას, მიირთმევს მხოლოდ ჯანსაღ საკვებს, ბევრს ვარჯიშობს და რა თქმა უნდა, არც შავ შოკოლადზე ამბობს უარს.