როგორც ამბობენ, თიკა ჯამბურია შეყვარებულია - ეს ეჭვი მომღერლის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულმა ფოტოებმა გამოიწვია, რომლებსაც ის ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში Facebook-ის გვერდზე აზიარებს. როგორც ირკვევა, მისი ახალი რჩეული გიორგი ბრაგვაძეა, კალათბურთელი, რომელიც ტრავმის გამო დროებით ჩამოშორდა სპორტს და გამოჯანმრთელების შემდეგ გააგრძელებს თამაშს.
მომღერალმა ფოტოს, სადაც ის გიორგი ბრაგვაძესთან ერთადაა, საკმაოდ რომანტიული წარწერა გაუკეთა: „შენ არ პოულობ ბედნიერ ცხოვრებას... შენ მას ქმნი."
ჟურნალი OK! აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად თიკა ჯამბურიას დაუკავშირდა, რომელმაც ექსკლუზიურად ჩვენთვის კომენტარი გააკეთა: „ძალიან დავიღალე. უკვე ყველამ გადაუმოწმებლად დაწერა, რომ მეგობარ ბიჭთან ერთად ვისვენებ ბათუმში და მამაჩემი გიჟს გავს. ჩემი შეყვარებულია, თუმცა, არ მინდა, რომ ჩვენს ურთიერთობაში მედია ან ვინმე ჩაერიოს. ჩვენ ჩვენი ისტორია გვაქვს და ჩვენთვის ვართ მშვიდად, არავის ვაწუხებთ და ასევე მინდა, არავინ შეგვაწუხოს. ბათუმშიც ერთად არ ვისვენებდით, კონცერტზე ვიყავით მეგობრებთან ერთად. მე და გიორგიც დიდი ხანია მეგობრები ვართ", - განაცხადა თიკამ OK!-სთან საუბრისას.