დღეს მორგან ფრიმენს 79 წელი შეუსრულდა. იუბილესთან დაკავშირებით, OK! მისი ცხოვრების რამდენიმე საინტერესო დეტალს გაგიმხელთ:
1. მორგან ფრიმენი გაჭირვებულ ოჯახში დაიბადა და მაშინ, როდესაც მისი მშობლები სამსახურის შოვნას წლობით ცდილობდნენ, მსახიობი ოთხ და-ძმასთან ერთად ბებიასთან იზრდებოდა.
2. მომავალი მსახიობი ავიაციაში მუშაობაზე ოცნებობდა, რამაც მიიყვანა კიდეც ამერიკულ ავიაციამდე. თუმცა, ოთხი წლის შემდეგ, როდესაც მიხვდა, რომ დროს, ცაში ფრენის მაგივრად, თვითმფრინავის შეკეთებაში ატარებდა, ამ საქმიანობას თავი დაანება და ჰოლივუდში გადაინაცვლა.
3. 2005 წელს ფრიმენმა ოსკარი საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლისთვის მიიღო ფილმში “Million Dollar Baby".
4. საინტერესოა, რომ მორგან ფრიმენს 26 სკა აქვს და იდეალურად ფლობს ფუტკრების მოვლისა და თაფლის გამოყვანის ხელოვნებას. გარდა ამისა, ის არასოდეს იყენებს დამცავ აღჭურვილობას. როგორც ამტკიცებს, ფუტკრებს ის არასოდეს დაუკბენიათ.
5. მორგან ფრიმენი სრულად ფლობს ფრანგულ ენას.
6. ის პირველი აფროამერიკელი მსახიობია, რომელის ოსკარის მფლობელ სამ საუკეთესო ფილმში მონაწილეობდა.
7. მსახიობს თითო ფილმში საშუალოდ 75 მილიონ დოლარს უხდიან.
8. ჰყავს 4 შვილი და 2 ყოფილი ცოლი.
9. პირველი მთავარი როლი 9 წლისამ შეასრულა და სასკოლო სპექტაკლში ითამაშა.
10. 65 წლის ასაკში, მორგან ფრიმენმა პილოტის ლიცენზია მიიღო და ოცნება აიხდინა. ამჟამად, მას საკუთარი თვითმფრინავი ჰყავს.