თუ ჰოროსკოპის მოყვარული ხართ და თქვენს მოქმედებებს ვარსკვლავების მიხედვით გეგმავთ, სცადეთ და პომადის ფერიც ჰოროსკოპის ნიშნის მიხედვით აარჩიეთ.
ვერძი
ყველამ იცის, რომ ვერძის ბედნიერი ფერი წითელია. თუ ზოდიაქოს პირველი ნიშნის ქვეშ ხართ დაბადებული, თქვენ ამკვიდრებთ ტრენდებს და არა მიყვებით მათ. თქვენ ცეცხლის ნიშანი ხართ და მოწითალო-ფორთოხლისფერი ან მკვეთრი წითელი სავიზიტო ბარათად უნდა გქონდეთ.
კურო
კუროები საკმარისად მგრძნობიარენი ხართ, ამიტომ ამ თვისების ხაზგასმა საჭირო აღარ არის. მკვეთრი ფერების ნაცვლად ბუნებრივი ვარდისფერის ტონები გამოიყენეთ. ღია კრემისფერი და მარჯნისფერიც მოგიხდებათ. თქვენი ტუჩსაცხი უნდა იყოს ტუჩის ფერივით ბუნებრივი.
ტყუპები
ტყუპების ორმაგი ბუნების გამო მისი ესთეტიური აღქმაც გაორებულია. თქვენ ეკლექტურები ხართ და ინსპირაციას ყველაგან პოულობთ. მბზინავი მოლურჯო ვარდისფერი, ყაყაჩოსფერი და ნეონის ფერები თქვენთვისაა.
კირჩხიბი
არ არსებობს ჰოროსკოპის ნიშანი, რომელიც თქვენსავით მოიხდენს ვარდისფერს. ის კომფორტული, მიმზიდველი და თბილია - ზუსტად თქვენნაირი. იგივე თვისებები ტუჩსაცხში შემოიტანეთ, გამოიყენეთ მოკრემისფრო ვარდისფერი ტონები. თქვენი ტუჩები ბალიშივით ფუმფულა გახდება, ლივ ტაილერის მსგავსად.
ლომი
თქვენ საკუთარი ხასიათის მსგავსად, დრამატული ტუჩსაცხი გჭირდებათ. ქლიავისფერი, იისფერი, ფუქსია თქვენი ფერებია. თუმცა გახსოვდეთ, რომ მზის ნიშანი ხართ და ზედმეტი სიმუქე ჩაგაქრობთ.
ქალწული
არაფერია სწორად შერჩეულ კანისფერ ტუჩსაცხზე ელეგანტური, თქვენი ელფერია მოკა, პრალინე, ღია ყავისფერი. ტუჩსაცხის შესარჩევად საუკეთესო ხერხია სამოსის ფერის მიხედვით შერჩევა.
სასწორი
თქვენ თავად სილამაზესთან ასოცირდებით, ამიტომ არ არსებობს ფერი რომელიც არ მოგიხდებათ. სასწორები ყველაზე ჰარმონიული ნიშანია, შეგიძლიათ სიტუაციის დაბალანსება და ამისთვის ტუჩსაცხსაც კი იყენებთ. თქვენი ფერებია: აგურისფერი ვარდისფერი, ვნებიანი წითელი, მარჯნისფერი.
მორიელი
მორიელი არის ტაბუს, საიდუმლოს ნიშანი. ძალიან მუქი წითელი მომაჯადოებელს გაგხდით, ისევე, როგორც მუქი იასამნისფერი. თუ თავგადასავლების მოყვარული ხართ, გაბედეთ და შავი ტუჩსაცხიც სცადეთ.
მშვილდოსანი
მშვილდოსნისთვის ერთი წესი არსებობს, თქვენი ინსპირაცია მოგზაურობა და სპონტანურიბაა. მოგზაურ-მშვილდოსნებს აგურისფერი წითელი და მოღვინისფრო იისფერი მოგიხდებათ. იფიქრეთ ეგზოტიკურ სუნელებზე ან იტალიურ სოუსებზე.
თხის რქა
სავარაუდოდ, თქვენ უკვე გაქვთ გამომუშავებული თავის გალამაზების ხერხები და მკაცრად მიუყვებით მათ. თუ ჯერ არ გიცდიათ, კარგი აზრია კლასიკური ძალიან მუქ წითლამდე გარდამავალი ტონალობები.
მერწყული
მერწყულებისთვის ტუჩსაცხთან დაკავშირებული ნებისმიერ ექსპერიმენტი მისაღებია. შესაძლოა, მუქი მოლურჯი ტონალობა ან იისფერი ზუსტად ის იყოს, რაც თქვენ გჭირდებათ.
თევზები
თევზების სტილი მისტიკური და ამოუცნობია. თქვენ პოეტი და მეოცნებე ხართ, ამიტომ ნაზი და მსუბუქი ფერები უნდა შეარჩიოთ. როგორც წყლის ნიშანს, ცივი იასამნისფერი მოგიხდებათ. იისფერის, ქლიავისფერის და ღია ყავისფერის ტონალობები ზედგამოჭრილია თქვენთვის.