27 აგვისტოს Black Sea Arena ორთაბრძოლების ტურნირს უმასპინძლებს
27 აგვისტოს, 19:00 საათზე, პირველად საქართველოში, Black Sea Arena უმასპინძლებს FIGHT NIGHTS GLOBAL ზაფხულის თასს, შერეული ორთაბრძოლების ტურნირს დაუვიწყარი შოუს ელემენტებით!
პირველად, ორგანიზაციის საერთაშორისო ტურნირი ჩატარდება საქართველოში და სწორედ Black Sea Arena უმასპინძლებს კომპანიის ისტორიაში პირველ FIGHT NIGHTS GLOBAL ზაფხულის თასს.
ტურნირის მთავარი ვარსკვლავი, უძლიერესი სომეხი მებრძოლი დავიდ ხაჩატრიანი დაუვიწყარ სანახაობას გვპირდება!
ზაფხულის თასის მებრძლოებს შორის იქნება ადგილობრივი, ქართველი პუბლიკისთვის საყვარელი, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მებრძოლი პაატა რობაქიძე, რომელსაც დაახლოებით 6 წელია რაც საქართველოში არ მიუღია მონაწილეობა ორთაბრძოლებში და რომელიც ეცდება მისი დაბრუნება შთამბეჭდავი გახადოს..
მაყურებელს ასევე ელის ბრძოლები ირანის, მოლდოვეთის, უკრაინის და საბერძნეთის საუკეთესო მებრძოლების მონაწილეობით.
აღსანიშნავია ისიც, რომ Fight Nights Global-ის ინიციატივით 27 აგვისტოს, Black Sea Arena-ზე გამართული ტურნირის ბილეთებიდან შემოსული თანხის ნაწილი, მოხმარდება, 21 ივნისს, ქუთაისი-სამტრედიის გზაზე მომხდარი ავტო-ავარიის შედეგად დაშავებული მორაგბის გიორგი ლომინაძისა და მისი მეუღლის ნუცა გუნცაძის მკურნალობას.