Gem Fest 2016 დასასრულს მიუახლოვდა. 10-დან 14 აგვისტოს ჩათვლით ანაკლიამ ათასობით ტურისტს უმასპინძლა და ქართული ელექტრონული მუსიკის ფესტივალი, კიდევ ერთხელ მოექცა მსოფლიოს ყურადღების ქვეშ.
წლევანგელი „ლაინ აპის“ მთავარი გმირები, ისეთი დონის მუსიკოსები იყვნენ როგორებიც არიან: Fedde Le Grand, GusGus, Boris Brejcha, Paul Kalkbrenner, Paul van Dyk და სხვვები.
აღსანიშნავია, რომ მომავალ წელს Gem Fest 2017 ერთი თვის მანძილზე გაგრძელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალ წელს უფრო მეტ მსოფლიო დონის შემსრულებელს და ტურისტებით გადავსებულ ანაკლიას ვიხილავთ. როგორც ცნობილია, ანაკლიის ტერიტორიაზე რამდენიმე ახალი სასტუმრო და გასართობი დაწესებულებაც გაიხსნება.
ფოტო: www.facebook.com/GemFestival