ქართულმა ელექტრონული მუსიკის ფესტივალმა, Gem Fest-მა 2016 წლის სეზონზე, სტარტი წარმატებით აიღო. ათასობით ქართველი და უცხოელი სტუმარი, ანაკლიაში დროს შესანიშნავად ატარებს. როგორც ცნობილია ანაკლიის ტერიტორიაზე სასტუმროებისა და "გესთჰაუსების" უმეტესობა უკვე დაჯავშნილია, რაც ტურისტების მხრიდან, Gem Fest-ის მიმართ დიდი ინტერესის ერთ-ერთი მანიშნებელია.