12 აგვისტოს ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით, 10:00 საათიდან 17:30 საათამდე, 14-29 წლამდე ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის საქართველოს სხვადასხვა მუზეუმში შესვლა უფასო იქნება.
ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს საფუძველი გაეროს ასამბლეის 1999 წლის 17 დეკემბრის რეზოლუციით ჩაეყარა და იგი 2000 წლის 12 აგვისტოს სამყარომ პირველად აღნიშნა. ამ დღესასწაულს საქართველოც უერთდება.