3 აპრილს, ქართული OK!-ს საგაზაფხულო წვეულება Flower Power თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (MoMA) გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს პროფესიონალმა ფლორისტებმა, ყვავილების მაღაზიებმა და კერძო კოლექციონერებმა.
საღამოზე ქართველი დიზაინერების – თამუნა ინგოროყვას და ავთანდილ ცქვიტინიძის 2015 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციების პრეზენტაცია გაიმართა.
საღამოს ფარგლებში, პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელმა „ისი პარიმ“ Dolce & Gabbana-ს ახალ სუნამოს –Dolce floral drops პრეზენტაციას მოაწყო.
საღამოს მუსიკალურად გვანცა ჯაფარიძე და DJ ჯიმიმ გააფორმეს.