Gem City -კარვების ქალაქი საფესტივალო ტერიტორიაზე, აღჭურვილი იქნება კეთილმოწყობილი საშხაპეებით, საპირფარეშოებით, შემნახველი საკნებით (ლოქერებით) , ტელეფონის დასატენი წერტილებით, დაცვით და უსაფრთხოების ვიდეოკამერებით.
კარვებში ცხოვრების ორი ვარიანტი:
ვარიანტი პირველი: თუ თქვენ გაქვთ საკუთარი კარავი , ჩამოდიხართ ანაკლიაში და დადგამთ მას GEM CITY ში, ისარგებლებთ იგივე სიკეთეებით (შხაპები, საპირფარეშოები და სხვა), რითაც ნაქირავები კარვების ბინადრები. ყოველგვარი დამატებითი ღირებულების გარეშე. GEM CITY ში კარვის ადგილის დასაჯავშნად საჭიროა დარეგესრირდეთ წინასწარ. გადაუღეთ ფოტო თქვენს კარავს, მიუთითოთ ზომები, თქვენი და თქვენი მეგობრების (ვინც იცხოვრებს კარავში) სახელი გვარი და ტელეფონი, ატვირთეთ ჩვენს საიტზე (აღნიშნული სერვისი 1 მაისიდან გააქტიურდა ) და მოემზადეთ ზაფხულის ყველაზე საუკეთესო ოთხი დღისთვის.
ვარიანტი მეორე : თქვენ ქირაობთ კეთილმოწყობილ კარავს , რომელშიც შედის, ბალიში, პარალონი, პლედი და რა თქმა უნდა ყველაფერი რითაც აღჭურვილია კარვების ქალაქი.
ფასები (5 ღამე): ერთადგილიანი - 100 ლარი , ორადგილიანი - 150 ლარი, სამადგილიანი 200 ლარი და ოთხადგილიანი - 275 ლარი.
Gem Fest-ის დამფუძნებლის გიორგი სიგუას განცხადებით, კარვების ქალაქი აუცილებლად იქნება დაფარული ხელოვნური დაჩრდილვით, რაც კარვებში მცხოვრები სტუმრებისთვის მეტი კონფორტის გარანტი იქნება.