ზუსტად 1 თვე და სამი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც მომღერალ ანი ღონღაძის მეუღლე, გორის “დილას” ნახევარმცველი გიორგი თექთურმანიძე ავარიაში მოყვა.
ავტოსაგზაო შემთხვევა ლანჩხუთის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, რა დროსაც გიორგიმ მძიმე ტრავმა მიიღო და სამი კვირის განმავლობაში კომაში იმყოფებოდა.
„ავარიიდან დაახლოებით 3 კვირის განმავლობაში გიორგი კომაში იყო. შემდეგ გამოვიდა კომიდან და მისი მდგომარეობა ნელ-ნელა უმჯობესდება, უბრალოდ, სასწრაფოდ ესაჭიროება რეაბილიტაციის კურსი, რომ ყველაფერი თავსი ადგილას დადგეს და შეძლოს სიარულიც და მეტყველებაც. რეაბილიტაციის გარკვეული ეტაპი საქართველოში უნდა გაიაროს, მაგრამ მოგვიანებით მისი საზღვარგარეთ მკურნალობა საჭირო იქნება“, - განაცხადა OK!-სთან საუბრისას ანი ღონღაძემ.
გიორგის დასახმარებლად დაიგეგმა სპეციალური საქველმოქმედო ღონისძიება, რომელშიც ქართველი მომღერლები მიიღებენ მონაწილეობას:
#სიკეთეგადამდებია! იყავი ერთ-ერთი მათგანი! გაატარე პარასკევი საღამო სასიამოვნოდ.
დაგვეხმარე, გადავარჩინოთ ახალგაზრდა სიცოცხლე, 'გორის დილა'-ს ახალგაზრდა ფეხბურთელი: გიორგი თექთურმანიძე!
29 ივლისს, 21:00 საათზე, ლაუნჯში ‘Lake View' (კუს ტბა) - მოდი, საქველმოქმედო კონცერტზე: #ForChiora
კონცერტში მონაწილეობენ:
- ქუჩის ბიჭები
- ანდრია გველესიანი
- დათუნა მგელაძე
- გიორგი ჩიქოვანი
- სალომე ბაკურაძე
- ნათია დუმბაძე
- თიკა მახალდიანი
- ნინი წიკლაური
- ქეთი კვიცარიძე
- გიგი ადამაშვილი
- ბექა ბროლაძე
- ძმები გულაშილები
კონცერტს გააგრძელებს DJ:
- DEEP S3CRET (23:00 – 01:00)
- GIORGIO BURDULI (01:00 – 02:00)
- TOBI (02:00 - ??:??)
კონცერტის წამყვანი: მიკი ჯეჯელავა
ბილეთის ღირებულება: 12 ლარი.
დახმარების მსურველებს შეგიძლიათ აგრეთვე გამოიყენოთ, საქართველოს ბანკის ანგარიშის ნომერი: GE45BG0000000647804800
მიმღები: გიორგი თექთურმანიძე
ან დარეკეთ ნომერზე: 0901901935
ჯეოსელისა და მაგთის აბონენტებმა.
დამატებითი ინფორმაციისთვის, დაგვიკავშირდით:
+995 593 276457
გელოდებით, მეგობრებო!