ინგლისურენოვანი ელექტრონული მუსიკის ჯგუფი „პროდიჯი“ (THE PRODIGY) 1990 წელს ჩამოყალიბდა. მისი ამჟამინდელი წევრები არიან ლიამ ჰაულეტი (Liam Howlett, კლავიში, სიმღერების ავტორი), კით ფლინტი (Keith Flint, მოცეკვავე, ვოკალისტი), ლეო კრებტრი (Leo Crabtree, დრამი), რობ ჰოლიდეი (Rob Holliday, გიტარა), მაქსიმი (Maxim Reality, MC, ვოკალისტი), ლიროი თორნჰილი (Leeroy Thornhill, მოცეკვავე, კლავიში). ჯგუფის მუსიკალურ რეპერტუარში სხვადასხვა ჟანრის მუსიკაა, მათ შორის, ელექტრონული და როკ-მუსიკა. The Prodigy-მ მსოფლიო აღიარება გამოჩენისთანავე მოიპოვა. ჯგუფი ითვლება ბიგ-ბიტის პიონერად, რომელმაც 1990-იან 2000-იან წლებში უდიდეს წარმატებას მიაღწია. კარიერის განმავლობაში მიღებული აქვს მრავალი მუსიკალური ჯილდო, ჯგუფი ორჯერ იყო ნომინირებული გრემიზე.

ბათუმში, შავი ზღვის სანაპიროზე ყველაზე მასშტაბური, შავი ზღვის რიგით X ჯაზ-ფესტივალი 15 ივლისს 27 გრემის მფლობელის, მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი ჯაზის მუსიკოსის ქუინსი ჯონსის პროექტით - QUINCY JONES & THE GLOBAL GUMBO ALL STARS (feat. Richard Bona, Alfredo Rodriguez, Jacob Collier) გაიხსნა; 16 ივლისს ფესტივალის ფარგლებში გაიმართა ფილმის „Miles Ahead“ პრემიერა და მაილს ელექტრიკ ბენდის კონცერტი; 17 ივლისს კი ქართველი მსმენელების წინაშე მის ლორენ ჰილი წარდგა. ჯაზ-ფესტივალი 24 ივლისს დაიხურება.
