დღეს, 21 ივლისს, 20:00-ზე, ყოველწლიური მუსიკალური პროექტის, TBILISI NEWCOMERS 2016-ის გამარჯვებულები გამოვლინდებიან. (მის: მუსიკალური მაღაზია MIFASI, სავაჭრო ცენრი GTC, ვეკუას N3).
TBILISI NEWCOMERS 2016-ს ორი გამარჯვებული ეყოლება. მთავარი ჯილდო სამხრეთ კავკასიის ყველაზე დიდ მუსიკალურ ფესტივალზე, TBILISI OPEN AIR 2016-ზე დაკვრაა, ისეთ მუსიკოსებთან ერთად, როგორიცაა: AIR, MORCHEEBA, UNKLE, DAMIEN RICE, STEVE VAI, TRICKY, MOODYMAN, ADRIQTIQUE და სხვა. ორი გამარჯბენულიდან ერთი ფესტივალის მთავარ სცენაზე დაუკრავს, მეორე კი - ღამის სცენაზე.
სამხრეთ კავკასიის ყველაზე დიდი მუსიკალური ფესტივალის სცენაზე დაკვრის გარდა, გამარჯვებული ელექტრონული მუსიკოსი, ავია-კომპანია „ატლას გლობალი“-სგან მიიღებს საჩუქარს: თბილისი - სტამბული - თბილისის ავია ბილეთს.
ყოველწლიურ მუსიკალურ პროექტში, TBILISI NEWCOMERS 2016-ში მონაწილეობის სურვილი 54-მა არტისტმა გამოთქვა, პირველი ეტაპის შემდეგ გადარჩეული არტისტები, ცოცხალი შესრულებით წარდგნენ ალტერ ვიჟენის პროდიუსერების წინაშე. შოუქეისში მონაწილე მუსიკოსებს გადაუღეს ვიდეოები, რომელიც განთავსდა ვებ-გვერდზე: www.newcomers.ge. მსმენელებს ერთი კვირის განმავლობაში შეეძლოთ ხმა მიეცათ თავიანთი რჩეულისთვის. გამარჯვებულების საბოლოო გამოვლენა ხალხის მოწონებებისა და პროდიუსერების მიერ შერჩეული არტისტების შეჯამებით მოხდა.
შეგახსენებთ, რომ მუსიკალური პროექტი, TBILISI NEWCOMERS 2009 წლიდან მოყოლებული იმართება და რვა წლის განმავლობაში, მასში მონაწილეობის სურვილი 700-მდე ქართულმა და უცხოურმა არტისტმა გამოთქვა.