კრისტინა აგილერას საქართველოში ვიზიტის დაანონსებით გახარებული ქართველი მსმენელი, კიდევ ერთი სიურპრიზის მოწმე გახდა, Black Sea Arena აგილერას შემდეგ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მევიოლინეს, ვანესა მეის უმასპინძლებს.
ორი მსოფლიო დონის ვარსკვლავის საქართველოში ჩამოსვლა სოციალური ქსელების განხილვის აქტიურ თემად იქცა, რასაც კიდევ ერთი, სასიხარულო ინფორმაცია ემატება, 20 აგვისტოს black Sea Arena-ზე გერმანული როკ-ჯგუფი Scorpions გრანდიოზულ კონცერტს გამართავს. ინფორმაციას ამის შესახებ, რამდენიმე წუთის წინ, ჯგუფის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
Black Sea Arena-ს წარმომადგენლებს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებიათ.