Black Sea Arena-ს კიდევ ერთი სუპერვარსკვლავი ესტუმრება. მევიოლინე, რომელსაც ყველაზე მეტი დისკი აქვს გაყიდული, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ურეკში კონცერტს 6 აგვისტოს გამართავს.
დიდი ბრიტანეთის ყველაზე წარმატებული არტისტი ქართველი და უცხოელი მსმენელის წინაშე ცნობილი ჰიტებითა და გრანდიოზული შოუკონცერტით წარდგება.
ვანესა ელექტრონული კლასიკის დედოფალი და კლასიკური მუსიკის პირველი წარმომადგენელია, რომელმაც „ბრიტ ევარდსის“ ნომინაცია მიიღო, როგორც საუკეთესო ქალმა არტისტმა.
ვანესა-მეი კლასიკური სცენის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ვარსკვლავია.
მას მიღებული აქვს უამრავი ჯილდო, მათ შორისაა „მსოფლიო მუსიკის ჯილდო“ 1997 წელს.
ვანესა-მეის კონცერტის ბილეთები 18 ივლისს 09:00 საათიდან საიტზე tkt.ge გაიყიდება.