"ეს იქნება ბოლო Tbilisi Summer Set, რის შემდეგაც გაიმართება ერთდღიანი Fall Set და ამით ფესტივალი შეწყვეტს არსებობას. მიზეზები შემდეგია: სახელმწიფოს ფინანსები, რომლებიც აქტიურადაა ჩართული ამ სფეროში, არადა ელექტრონული მუსიკა და ქლაბინგი ერთადერთი იყო, რომელიც დამოუკიდებლად ძალიან კარგად ვითარდებოდა.
რთულია კონკურენცია გაუწიო Prodigy-ს, რომელიც “ხურდაში მოყვება” სხვა ფესტივალის აბონიმენტს. ამის გარდა, რთულია იმუშაო ბაზარზე, სადაც სახელმწიფოს დაფინანსებული კომპანიები ორმაგ ფასს უხდიან არტისტებს, რაც ძალიან აფუჭებს ბაზარს. აღარ ვსაუბრობთ არასტაბილურ ვალუტის კურსზე. სახელმწიფო ადრეც იყო თანადამფინანსებელი გართობის სფეროში, მაგრამ მაშინ ამ ღონისძიებებზე დასწრება უფასო მაინც იყო“, - განაცხადა ფესტივალის პიარ მენეჯერმა ნიკა დვალიძემ.
8 და 9 ივლისს რიგით მეხუთე, საიუბილეო და ბოლო Tbilisi Summer Set ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.
მსმენელის მოთხოვნით ჩამოვლენ 2015 წლის ზამთრის ღონისძიების ჰედლაინერი ISHOME, ასევე შარშანდელი Summer Set-ის ჰედლაინერი KIASMOS. ასევე უზომოდ პოპულარული KOLLEKTIV TURMSTRASSE, ძალიან მელანქოლიური EDUARDO DE LA CALLE, ნოვატორი YokoO,- ჯამში ორდღიანი ფესტივალი 30-მდე მუსიკოსს უმასპინძლებს.
ფესტივალს ორი, პარალელურ რეჟიმში მომუშავე სცენა ექნება: შენობაში მდებარე ტექნო მუსიკას დაეთმობა, ხოლო ღია ცის ქვეშ დადგმული სცენა უფრო მეტად საცეკვაო და ექსპერიმენტულ მიმართულებაზე იქნება ორიენტირებული.
ტრადიციულად, ფესტივალი წელსაც შემოიკრებს სხვადასხვა მიმართულების ხელოვანებს, დააფინანსებს მათ ნაწილს და საშუალებას მისცემს შექმნან ახალი თუ გამოიტანონ ძველი ნამუშევრები.