2016 წლის 8-9 ივლისს, თბილისში გაიმართება მე-10 საერთაშორისო კავკასიური კონგრესი პლასტიკურ ქირურგიასა და დერმატო-კოსმეტოლოგიაში - კოლხიდა 2016. კონგრესი GeoPRAS-ის (საქართველოს პლასტიკურ, რეკონსტრუქციულ და ესთეტიკურ ქირურგთა ასოციაციის), კომპანია „აპტოს“-ის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ორგანიზებით ტარდება.
კონგრესში მონაწილეობას იღებს 600-მდე მონაწილე. ღონისძიების ფარგლებში 113 მომხსენებელი გამოვა მოხსენებით.
პირველად საქართველოში, მსოფლიოს 37 ქვეყანიდან ჩამოდიან ცნობილი ქირურგები და დერმატო-კოსმეტოლოგები, მათ შორის: ალან ტენენბაუმი (შვეიცარია), ალექსანდრ ტურკევიჩი (უკრაინა), არიფ ტურკმენი (თურქეთი), ერიკ ოზუნტურკი (თურქეთი), გუიდო მარონატი (იტალია), გილერმო ბლუგერმანი (არგენტინა), კირილ პშენისნოვი (რუსეთი), მარკო ანტონიო ბუენდია (მექსიკა), მარიტა აისენმან-კლაინი (გერმანია), მიშელ კოსტაგლიოლა (საფრანგეთი), ნატალია მანტუროვა (რუსეთი), გრემ პერკსი (დიდი ბრიტანეთი), ამრ ელ ნაგარი (ეგვიპტე), ზორან ზგალიარდიჩი (ხორვატია), დანიელ უბანი (გერმანია), ჯორჯ ფელმანი (ისრაელი), ერჩინ ოზუნტურკი (თურქეთი), ჰელდა ფელიციო (ბრაზილია), ალექსანდრ ბოროდკო (უკრაინა), პატრიკ ტრეისი (ირლანდია), პიტერ ჰაიდუკი (ჩეხეთი), სავერიო დი ბლასი (ვენესუელა), სერგეი ანტონოვი (პოლონეთი), რუბენ ოდენინო (იტალია), ება საბრი (საფრანგეთი) და სხვა.
კონგრესზე განსახილველი თემები:
• რინოპლასტიკა;
• ოტოპლასტიკა;
• ფეისლიფტინგი;
• რეკონსტრუქციული ქირურგია;
• მამოპლასტიკა;
• ქსოვილების აუტოტრანსპლანტაცია;