მოედანზე უკვე დაწყებულია გრანდიოზული სცენის დამონტაჟება, სადაც ცნობილ ტენორთან ერთად რამდენიმე დუეტს ქართველი სოპრანო სალომე ჯიქიაც შეასრულებს.
ღონისძიება მთავრობის მიერ ინიცირებული მასშტაბური პროექტის Check in Georgia ფარგლებში იმართება. ხოსე კარერასის კონცერტზე დასწრება უფასოა.
პროექტის ფარგლებში უკვე გაიმართა სამი კონცერტი - ქართველი მსმენელის წინაშე წარდგნენ ეროს რამაზოტი, რობი უილიამსი და ჯგუფი Maroon 5. კონცერტებზე დასასწრები ბილეთები რეკორდული სისწრაფით გაიყიდა. ტრანზაქციები შესრულდა მსოფლიოს 52-ზე მეტი ქვეყნიდან. სპეციალურად ამ ღონისძიებებზე დასასწრებად საქართველოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მრავალი ტურისტი ეწვია.