პროგრამა შედგება როგორც ძველი და კარგად ცნობილი, ასევე, ახალ ალბომში შესული სიმღერებისგან. აღსანიშნავია, რომ ახალი ალბომი არის ერთწლიანი შრომის შედეგი. მასში შესულია 11 კომპოზიცია, რომელთა ავტორი გახლავთ სვიატოსლავ ვაკარჩუკი. ალბომი ჯერ არ არის გამოსული ფართო მსმენელისთვის, მაგრამ 4 კომპოზიცია უკვე იყო წარმოდგენილი სინგლებად წლის განმავლობაში. ჯგუფს დაგეგმილი აქვს მსოფლიო ტურნე 2016–2017 წლების განმავლობაში, რომლის დროსაც მოივლიან მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეს, მათ შორის, საქართველოს.
ბილეთების გაყიდვა TKT.GE-ზე უკვე დაწყებულია.