ევროვიზიის გამარჯვებული, შვედი ვარსკვლავი, Loreen-ი 4 აგვისტოს ბათუმში გრანდიოზულ კონცერტს გამართავს.
მომღერლის და ელექტრონული მუსიკის ვარსკვლავის, Loreen-ის კონცერტს ბათუმის ჩოგბურთის კლუბი უმასპინძლებს. Loreen-მა, როგორც 2012 წელს ბაქოში გამართულ ევროვიზიის კონცერტზე გამარჯვებულმა, მსოფლიო აღიარება მოიპოვა შესრულებული იოგა ცეკვით და სიმღერით Euphoria. მომღერლის ამ ჰიტმა პირველი ადგილი დაიკავა 21 სხვადასხვა ქვეყნის ჩარტებში. 1,2 მილიონზე მეტი გაყიდული ტირაჟით Euphoria გახდა მსოფლიო კლუბების ფავორიტი სიმღერა. 2012 წელს Loreen-ი წარადგინეს შემდეგ დაჯილდოებებზე: MTW EUROPE MUSIC AWARD, (გაიმარჯვა, ნომინაციაში "საუკეთესო შვედი შემსრულებელი"); ROCKBJORNEN (აიღო პრიზი, როგორც "საუკეთესო მუსიკოსმა ქალმა საუკეთესო სიმღერით"); WORLD MUSIC AWARD.
LOREEN-ის სადებიუტო ალბომი Heal (2012), სიმღერებით -My Heart Is Refusing Me, Crying Out Your Name და Heal დომინირებდა შვედეთის ჩარტებში, ხოლო ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, ტოპ ოცეულშიც კი მოხვდა. მისი ალბომი ხელახლა გამოიცა 2013 წელს, რომელსაც დაემატა ახალი და ყველასთვის ნაცნობი სიმღერა We Got The Power. LOREEN-ის სხვა სინგლები I'am In it With You, Paper Light, Sober განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს მთელ მსოფლიოში.