TBILISI OPEN AIR 2016 წელს 29, 30 და 31 ივლისს, ლისის ტბის მიმდებარე ტერიოტრიაზე, LISI WONDERLAND-ში გაიმართება.
სამდღიან ფესტივალზე 4 მუსიკალური სცენა განთავსდება. დღის განმავლობაში იმუშავებს ორი სცენა - LTFR (სცენა, რომელზეც ძირითადად ჰიპ-ჰოპ არტისტები მოიყრიან თავს) და Pirate Bay (სცენა, სადაც ძირითადად ტრანსი და EDM მუსიკა დაიკვრება).
საღამოს 6 საათიდან ჩაირთვება მთავარი სცენა, ე.წ. (Main Stage), სადაც სამი დღის განმავლობაში ისეთი არტისტები დაუკრავენ, როგორიცაა: AIR, MORCHEEBA, DAMIEN RICE, TRICKY, STEVE VAI, BLUE FOUNDATION და სხვა.
მთელი ღამის განმავლობაში იმუშავებს ღამის სცენა, რომელზეც ქართველ ელექტრონულ მუსიკოსებთან ერთად, ისეთი არტისტები დაუკრავენ, როგორიცაა: MOODYMAN, PACO OSUNA, DENSE&PIKA და სხვა.
სიახლე:
TBILISI NEWCOMERS 2016 იწყება
ყოველწლიური მუსიკალური პროექტი, თბილისი ნიუქამერს 27 მაისს ჩაეშვება. დაინტერესებულ მუსიკოსებს საშუალება ექნებათ 5 ივნისის ჩათვლით გამოაგზავნონ აპლიკაცია და მიიღონ შანსი გახდნენ TBILISI OPEN AIR 2016-ის მონაწილეები. პირველადი გადარჩევის შემდეგ, ალთერ ვიჟენ ჯგუფის პროდიუსერები მუსიკოსებს SHOWCASE-ზე მოუსმენენ. შოუქეისისთვის შერჩეულ არტისტებს, პროექტის ბოლოს ექნებათ პორთველი, პროფესიონალური ჩანაწერი და ფოტო/ვიდეო. ამის შემდეგ მათი ლაივ პერფორმანსი განთავსდება ინტერნეტ სივრცეში, სადაც მსმენელებს საშალება ექნებათ თავად აარჩიონ TBILISI NEWCOMERS 2016-ის საუკეთესო ორი მონაწილე, საიდანაც ერთი მთავარ სცენაზე დაუკრავს, მეორე - ღამის სცენაზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის:
http://altervision.ge/newcomers/home/
https://www.facebook.com/tbilisiopenair/?fref=ts