ინდური სიმღერის ვიდეოკლიპი, რომელშიც იუნა შაფათავა მონაწილეობს, youtube-ზე რამდენიმე დღის წინ განთავსდა და მას უკვე 14.688.135-ზე მეტი აქვს, ეს რიცხვები კი ყოველ საათში მატულობს.
ვიდეოკლიპის მოკლე ტიზერში ჩანს, რომ კლიპში ინდოელ მსახიობებთან ერთად ქართველი მსახიობები იუნა შაფათავა, გიორგი მეგრელიშვილი და ნინო არსენიშვილიც მონაწილეობენ. კლიპი ეროტიული სცენებით არის გაჯერებული.
ბოლო პერიოდის განმავლობაში „ბოლივუდი“ საქართველოში ფილმის წარმოებით აქტიურად დაინტერესდა და რამდენიმე პროექტი უკვე განახორციელა. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ინდური ფილმების გადაღება დღესაც აქტიურად მიმდინარეობს.