უიმედოდ გაწვდილი ხელი! სწორედ ამ სათაურით ბოლო რამდენიმე საათია აჭრელებულია უცხოური ტაბლოიდები. რამდენიმე წამიანი ვიდეო, კლდიან სანაპიროზეა გადაღებული.
კადრში ჩანს გოგონა, რომელიც კლდიდან ზღვაში აპირებს გადახტომას, მაგრამ ვერ გარისკავს და ბოლო წუთს შეჩერდება, რა დროსაც წონასწორობას ვერ შეინარჩუნებს და გადარჩენის მიზნით იქვე მყოფ, მის მეგობარ ბიჭს ფეხზე ხელს ჩასჭიდებს.
საზოგადოების აღშფოთება სწორედ მეგობარი ბიჭის რეაქციამ გამოიწვია, მან ფეხი გასწია და გოგონა კლდიდან გადავარდა. მესამე პირი რომელმაც ეს კადრები ინტერნეტში განათავსა უცნობია.
საბედნიეროდ გოგონა გადარჩა და თავს კარგად გრძნობს.
საზოგადოების აზრი ორად გაიყო, ერთი ნაწილი ბიჭის ამ რეაქციამ გააღიზიანა, ხოლო გარკვეული ნაწილი გოგონას ამტყუნებს.