ხანგრძლივი მოლოდინის შემდეგ, მომღერალმა სოფო ნიჟარაძემ ახალი კლიპის პრეზენტაცია გამართა.
„მაპატიე“ - სწორედ ასე ჰქვია სიმღერას, რომელიც სოფო ნიჟარაძემ წარმოადგინა.
“დიდი მადლობა განუმეორებელ რუსა მორჩილაძეს გენიალური მუსიკისთვის, ნიკოლოზ რაჭველს ფანტასტიკური ორკესტირებისთვის, ეროვნიულ სიმფონიურ ორკესტრს, ზაზა ორაშვილს არაჩვეულებრივი ვიდეოსთვის, ჯიჯი რეჯინის განსხვავებული იმიჯისთვის, დათუნა სულიკაშვილს კოსტიუმებისთვის, ვიკას, ქრისტინას, სანდროს, ალეკო ბერძენიშვილს, ბრავო რეკორდს, მთელს ჯგუფს და რათქმა უნდა ამ ყველაფრის სულის ჩამდგმელს, ჩემს მეგობარსა და უმაგრეს პროდიუსერს სტეფანე მღებრიშვილს” - წერს მომღერალი სოციალურ ქსელში.