სასიამოვნო ინფორმაცია კლასიკური მუსიკისა და ანიტა რაჭველიშვილის თაყვანისმცემლებისთვის!
ანიტა, 26 დეკემბერს, 18:00 საათზე, ილიაუნის თეატრის ფოიეში მასტერკლასს ჩაატარებს, რომელშიც მონაწილეობას ახალგაზრდა შემსრულებლები მიიღებენ: გაგა გულიაშვილი (ილიაუნის სტუდენტი), ნინო ჯაჭვაძე (სოპრანო), ირინა შერაზადიშვილი (სოპრანო), ნუცა ზაქაიძე (მეცო-სოპრანო).
საქართველოს პრეზიდენტისა და პაატა ბურჭულაძის პრემიების მფლობელი, ანიტა რაჭველიშვილი, დღეს მსოფლიოს უდიდეს საოპერო სცენებზე მღერის, რომელთა შორისაა: მილანის ლა-სკალა, ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ ოპერა, ბერლინის დოიჩე ოპერა, ბავარიის სახელმწიფო ოპერა, ნიდერლანდების კონცერტგებოუ, სიეტლის, სან-ფრანცისკოს, მიჩიგანის საოპეროთეატრები, კანადის საოპერო თეატრი და ა.შ. მის რეპერტუარში მრავალი წამყვანი როლია: ბიზეს კარმენი, ვერდის ამნერისი, სენ-სანსის დალილა, მასნეს დულსინეა, რიმსკი-კორსაკოვისლიუბაშა და სხვ.