დღეს, 17 ნოემბერს ფესტივალის "საჩუქარი" ფარგლებში, კინომსახიობთა თეატრის სცენაზე, უილიამ შექსპირის "მეფე ლირის" წარმოდგენა შედგება. სპექტაკლის რეჟისორი ზურა გეწაძეა, მთავარ როლს კი, როფორც OK!-ის ერთგულმა მკითხველმა უკვე იცის, ზურაბ ყიფშიძე ასრულებს.
"რეჟისორ ზურაბ გეწაძის სპექტაკლი თეატრისთვის ლამის მარადიულ და აქტუალურ საკითხს ააშკარავებს - როგორ გავაცოცხლოთ და წავიკითხოთ სამსახიობო და რეჟისურული თეატრის მუდმივი რითმა და ანტირითმნა?!" - წერს დავით ბუხრიკიძე.
სპექტაკლი საღამოს 8 საათზეა ჩანიშნული. წარმატებულ საღამოს გისურვებთ, მანამდე კი კიდევ ერთხელ გადაავლეთ თვალი რეჟისორთან ინტერვიუს, რომელიც OK!-ის აგვისტოს ნომერში გამოქვეყნდა.