12 და 13 ნოემბერს, ბერლინის თეატრი Volksbühne რუსთაველის თეატრის დიდ დარბაზში წარმოადგენს დიტერ როთის პიესას „Murmel Murmel“. სპექტაკლის ჩვენება ხელოვნების ფესტივალის „საჩუქარი“ და იტალიის საელჩოს ახალი პროგრამის “ფოკუსშია იტალია” ფარგლებში იმართება.
სპექტაკლში „Murmel Murmel“ რეჟისორი ჰერბერტ ფრიტჩი მისეულ უნიკალურ და წარმატებულ ხერხს გვთავაზობს. ყოველგვარი ჩარჩო და ბარიერი, რომელიც სპექტაკლის სრულყოფილად აღქმაში ხელს გვიშლის, გამქრალია.
სპექტაკლში მონაწილეობენ: ფლორიან ანდერერი, მასიას ბუსი, ვერნერ ენგი, ინგო გიუნტერი, ანიკა მეიერი, იონას ჰიენი და აქსელ ვანდტკე.