დღეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესასწაული განახლებულ მზიურში რიგით მეთერთმეტე
"მზის ფესტივალით" აღინიშნება! მთელი დღის განმავლობაში, ნოდარ დუმბაძის ფერადი ქალაქი ყველა ბავშვს გააერთიანებს, მიუხედავად მათი ფიზიკური შესაძლებლობებისა და სოციალური სტატუსისა.
პროექტი, რომლის ავტორიც
ანა გოგუაძეა, უკვე მე-11 წელია, მოხალისეებისა და სხვადასხვა კომპანიის დახმარებით იმართება. მისი მიზანია,"მზიური" აქციოს ისეთ პარკად, როგორზეც ნოდარ დუმბაძე ოცნებობდა; ასევე, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართოს სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვები და ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერება აამაღლოს.
წლევანდელი „მზის ფესტივალი“ გამორჩეულია, რადგან პირველად ტარდება განახლებულ მზიურში. მზიურის რეაბილიტაციის პროცესი რამდენიმე თვის წინ დაიწყო და მიზნად დაისახა პარკის ფუნქციური დატვირთვა. პროექტის ფარგლებში, აღდგა და თემატურად დაიტვირთა სოციალური კაფე და ამფითეატრი. შესაბამისად, მზიურის პარკი მთელი წლის განმავლობაში ბავშვებსა და ახალგაზრდებს შესთავაზებს სხვადასხვა სახის შემეცნებით და გასართობ ღონისძიებებს. დღეს კი, ამ სამუშაოების პირველი შედეგის ნახვას ყველა მსურველი შეძლებს.
OK! "მზის ფესტივალის" სრულ პროგრამას წარმოგიდგენთ: 12:00 - ხელნაკეთი ნივთების და სათამაშოების გამოფენა-გაყიდვა.
• მოზარდთა ეკო-სტუდია „მეზღაპრეების“ გამოფენა ეკოლოგიური ექსპოზიციის მეშვეობით.
• პოზიტიური სიტყვების გამოფენა ქართული დიალექტური კორპუსის საგანძურიდან.
12:00 - 14:00 "სინათლის თაობის" მხიარული ესტაფეტები. (ამფითეატრის უკან) 12:30 - ეროვნული ბიბლიოთეკის ინიციატივა, "ბავშვები ბავშვებისთვის’’, რომლის ფარგლებშიც სოფელ ბაისუბნის საოჯახო სახლში მცხოვრები ბავშვებისთვის მათი თანატოლები წიგნებს შეაგროვებენ.
12:30 ბავშვთა ხელოვნების სახლი "Dephani KidArt" - ის მოსწავლეთა გამოფენა და ხელნაკეთი თოჯინების მასტერკლასი.
13:00 - სამთო სათხილამურო სპორტ-სკოლა SKI HOUSE ინტერაქტიული პრეზენტაცია ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ. (ამფითეატრი)
15: 00 - ფესტივალის მთავარი თეატრალიზებული წარმოდგენა „მზის ბაღი”. (ამფითეატრი)
16:30 - სახალისო კონკურსები მშობლებისთვის. (ამფითეატრი)
18:00 ფესტივალის საზეიმო დახურვა.
✔ დღის მანძილზე "მზიურის" ტერიტორიაზე ბავშვებს გაართობენ ანიმატორები და მზიურის თოჯინა - „მზე’’.
OK! გილოცავთ ამ ფერად დღესასწაულს და ხანგრძლივ ბავშვობას გისურვებთ :)