დღეს პირველი სექტემებრია, შემოდგომის პირველი დღე. დასრულდა ზაფხულის გაუსაძლისი სიცხეები და ფერად-ფერადი თავგადასავლები, მაგრამ გული ნუ დაგწყდებათ. შემოდგომა ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სეზონია, ათასფერად შეღებილი ბუნება პლანეტის ერთგვარი გარდასახვა ხდება, რაც ჩვენთვისაც ახალი თავგადასავლების, ისტორიებისა და გეგმების ერთგვარ დასაწყისად იქცევა.
ზოგიერთი ადამიანი სექტემბრის დადგომას, ახალი სიცოცხლის დასაწყისს უწოდებს. ამ სეზონზე ადამიანების უმეტესობა ცხოვრების გადაგეგმვას იწყებს და სამომავლო გეგმების სიას ანახლებს.
სანამ თქვენც იგივეს იზამთ, გთავაზობთ 10 მიზეზს თუ რატომ უნდა გიყვარდეთ შემოდგომა.
1. ფერები
წითელ-ყვითელი ფოთლდები, რომლითაც ქუჩები ნელ-ნელა ივსება. ეს საოცარია! მკვეთრად გამოხატული მზის სხივები და სასიამოვნო ფერები წლის ამ სეზონზე განსაუთრებით ლამაზია.
2. წვიმა
ზაფხულობით წვიმა არც ისე სასიამოვნო მოვლენაა, მაგრამ შემოდგომის წვიმა ყველაზე მეტი დადებითი ენერგიით აგავსებთ.
3. სურნელი
ალბათ ხვდებით რასაც ვგულისხმობ... ფოთლების, წვიმისა და ბუნების სურნელი შემოდგომით ყველაზე უკეთ იგრძნობა, რაც ქუჩაში სეირნობასა და ბუნების ამ საჩუქრით ტკობას ყველაზე სასიამოვნოს ხდის.
4. ცხელი ჩაი და კაკაო
ცხელი სასმელები წლის ამ სეზონის ჰიტია. წარმოიდგინეთ ზემოთ ჩამოსთვლილი ყველა მომენტი... აივანზე ცხელი შოკოლადით ხელში... თქვენ შეიყვარებთ მსოფლიოს.
5. ამინდი
შემოდგომა როგორც წესი, არც ძალიან ცხელი და არც ძალიან ცივი ამინდებით გამორჩევა. ეს არის საუკეთესო სეზონი იმისთვის, რომ თავი მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნოთ.
6. სამოსი
შემოდგომის სამოსი, ერთ-ერთ ყველაზე მოდურ და სასურველ ტრენდად არის ქცეული. ასე, რომ დროა გარდერობი განაახლოთ და თქვენი საყვარელი სვიტერი მოირგოთ.
7. საძინებელი
იმ დღეებში, როდესაც გარეთ წვიმს, თქვენ უბრალოდ გაგიჩნდებათ სურვილი გაეხვეთ თქვენს თბილ საწოლში და საბნის ქვემოდან უსმინოთ წვიმის წვეთების სასიამოვნო ხმაურს. ეს მოსფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო შეგრძნებად ითვლება.
8. რომანი
შემოდგომის ფერთა გამა, ადამიანებში გრძნობებს აღვივებს, რაც ხშირად ახალი ურთიერტობებისა და სასიამოვნო თავგადასავლის მიზეზი ხდება. წლის ამ სეზონზე აქტიურია ქორწილები და რომანტიკული ვახშმები.
9. ტელევიზია
შესაძლოა ტელევიზორის დიდი მოყვარული არ ბრძანდებით, მაგრამ წლის ამ სეზონზე შეუძლებელია ერთხელ მაინც არ მოკალათდეთ ეკრანის წინ და ახალ სატელევიზიო გადაცემებს თვალი არ ადევნოთ. ეს ყველაფერი შემოდგომით სახლში ყოფნისა და დასვენების სურვილს გაგიმძაფრებთ.
10. შობა
მიუხედავად იმისა, რომ შობამდე ჯერ კიდევ დიდი დროა დარჩენილი, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამ დღესასწაულისთვის მზადებას შემოდგომით იწყებენ. ყველაფერ რომ თავი დავანებოთ შემოდგომა ჩვენი გეგმების დასალაგებლად საუკეთესო პერიოდია, შესაბამისად თუ გვსურს, რომ საოცარი შობა და ახალი წელი გვქონდეს ეს პერიოდი გეგმების ჩამოსაწერად აქტიურად გამოიყენეთ.