მსოფლიოში პირველი ნუდისტური ტერასა ლონდონში გასულ კვირას გაიხსნა. ადამიანებს რომლებსაც სურთ სხეულიდან სამოსი დროებით მოიშორონ და თავს თავისუფლების შეგრძნების სრული სიამოვნება მისცენ , ამიერიდან „შიშველი მზის ტერასა“ უმასპინძლებს.
60 მეტრის სიმაღლეზე არსებული ტერასა, მისულ სტუმრებს ულამაზესი ხედებით ტკბობის საშუალებას აძლევს - ტერასიდან „ბიგ-ბენის“, „ლონდონის თვალის“ და „ვესტმინსტერის სააბატოს“ ულამაზესი ხედები იშლება.
„შიშველი მზის ტერასაზე“ შეძლებთ დააგემოვნოთ უგემრიელესი ცივი კოქტეილები, მიიღოთ ზღვის აბაზანები, წაიკითხოთ წიგნი, ითამაშოთ კედლის ტენისი, ინებივროთ ჰამაკში ან მოუსიმოთ არაჩვეულებრივ მუსიკას და დატკბეთ ლონდონის პეიზაჟებით.