ცნობილი ჰოლივუდური წყვილის - ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის მოულოდნელი განქორწინება ზოგიერთმა კომპანიამ თავის სასარგებლოდ გამოიყენა.
ა
ნორვეგიის ავიახაზებმა 169 ევროდ, საკმაოდ ორიგინალური მეთოდით – ინტერნეტსა და ბეჭდურ მედიაში ლოს ანჯელესის მიმართულებით, სადაც ბრედ პიტი ცხოვრობს, ავიაბილეთების რეკლამა ერთი წინადადებით „ბრედი მარტოხელაა!“ გაავრცელა.
ინტერნეტმომხმარებელმა ნორვეგიის ავიახაზების რეკლამას „გენიალური და სწორი მარკეტინგის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუში“ უწოდა.