Numbeo-ს მონაცემებით, საქართველო მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ქვეყნებს შორის მესამე ადგილზეა.
Numbeo.com უდიდეს მონაცემთა ბაზას წარმოადგენს, რომელიც იკვლევს ქვეყნების სხვადასხვა შემაფასებელ ფაქტორებს და კვლევების შედეგად აქვეყვნებს დასკვნებს. გამოკვლეული 118 ქვეყნიდან, რომლის მიზანიც მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების სიის დადგენა იყო, ვებგვერდის ინფორმაციით პირველ სამეულში სამხრეთ კორეა, სინგაპური და საქართველო მოხვდნენ.
კვლევა წარმოებდა 2016 წელს ქვეყნის შიგნით დანაშაულის ინდექსის მიხედვით. ინდექსი ითვალისწინებდა დანაშაულის დონის ცვლილებებს, ბოლო სამი წლის განმავლობაში. მაგალითად როგორებიცაა: გარეთ სიარული დღისა და ღამის საათებში და ა.შ.
Numbeo.com-მა მონაცემები შეაგროვა სამთავრობო დაწესებულებებიდან, საგაზეთო და ვებ გამოცემებიდან, ტაქსის კომპანიებიდან და საზოგადოებრივი შეხედულებებიდან, გამოიკითხა უამრავი ტურისტი და მოხდა მონაცმეების საერთო შეფასების სიტემით განსაზღვრა.
საქართველოს შედეგები ასეთია:
- კრიმინალის დონე - ძალიან დაბალი
- სახლების ძარცვა - ძალიან დაბალი
- მანქანების მოპარვა - ძალიან დაბალი
- პრობლემები ნარკოდამოკიდებულებასთან მიმართებაში - დაბალი
- თავდასხმები - დაბალი
- დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ (ვანდალიზმი) - დაბალი
ვებგვერდის ინფორმაციით ბოლო 12 თვის განმავობაში საქართველოს რეიტინგი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა ახლა უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ადრე. გასულ წელს საქართველო ყველაზე უსაფრთხო ქვეყნებს შორის მეექვსე ადგილს იკავებდა.