დაივიწყეთ ყველაფერი, რაც თქვენი აზრით კოსტა დელ სოლის შესახებ იცოდით. მაღალსართულიანი შენობები, გადატვირთული სანაპიროები, მზეზე დამწვარი ბრიტანელები და ზეთიანი კოვზები კვერცხითა და ჩიფსებით ესპანური კურორტის სულ სხვა მხარეა! სიმშვიდე და ხუთვარსკვლავიანი ფუფუნება მართლაც არსებობს. უბრალოდ, უნდა იცოდეთ სად ეძებოთ ის. ხელახლა დასამუხტად ზოი ჰილი სწორედ ესპანეთის ამ კურორტზე გაემგზავრა.
როგორია საკვები?
დარწმუნდით, რომ მადაზე ხართ, რადგან ესპანური დელიკატესები შეუდარებელია. იბერიკო ლორი და ჩორიზო, ადგილობრივი ყველის ნაირსახეობა, ახალი ხილი, პური და ჯემები (შოკოლადის და ფისტაშიო განსაკუთრებულია). ჩვენი საუზმის კულმინაცია მანჩეგოს ყველი და შავი ტრუფის ომლეტი აღმოჩნდა, რომელსაც ახლადდაწურული მარწყვისა და კივის წვენი დავაყოლეთ. სადილად El Jardin de Lutz-ს ვესტუმრეთ, მაგიდა ტერასიდან ულამაზეს ბაღებს გადაჰყურებდა. ათასწლოვანი ზეთისხილის ხეებით მოჭედილი ხედი ისეთივე შთამბეჭდავი აღმოჩნდა, როგორც თავად საჭმელი, სადაც შეფი ლუც ბიოსინგი უგემრიელეს კლასიკურ ესპანურ კერძებს ამზადებდა. მივირთვით ლობსტერის გასპაჩო და ზღვის მარილში მომზადებული ზღვის ბასი. გვეგონა მეტს ვეღარ მივირთმევდით, მაგრამ უარი ვერც ჩვენს ბალიშთან აღმოჩენილ უგემრიელეს მაკარუნებზე ვთქვით. სასტუმროს სპეცრესტორანში Kabuki Raw - ხმელთაშუა სამზარეულოს გავლენით დამზადებული იაპონური კერძები მოაქვთ, ღია სამზარეულოს საშუალებით კი შეძლებთ შეფმზარეულების მიერ შექმნილ შედევრებს ადევნოთ თვალი. აქ მხოლოდ ზღვის უახლეს პროდუქტებს და სასტუმროს ორგანული ბოსტნის ბოსტნეულს იყენებენ. ტუნა და ძროხის ნეკნები ტერიაკის სოუსში ცალკე აღნიშვნის ღირსია.
სად შემიძლია განვიტვირთო?
ყოველდღიური დაძაბულობისგან წარმოქმნილი „კვანძების დასაშლელად“ სპაცენტრისკენ გავემართეთ. ცოტა ხნის წინ შვიდი სპეციალური პროცედურების ოთახს კიდევ ოთხი აზიური თერაპიის ოთახი შეემატა. ჩვენ ტაილანდური მასაჟი გავიკეთეთ, მასაჟისტმა ნამდვილი ჯადოქრობა შემოგვთავაზა და პროცედურის შემდეგ სრულიად განმუხტულებმა ახალი ენერგიით განვაგრძეთ დასვენება. მატაჰარის სახის მასაჟი განსაკუთრებული აღმოჩნდა. ქოქოსის ზეთი შეუდარებელია როგორც სახის კანისთვის, ასევე თმისთვის და ნამდვილად ღირს იმ დროდ, რაც მის ჩამობანას უნდა დაუთმოთ. სავარჯიშო დარბაზს გულგრილად ჩავუარეთ და კალორიების დაწვა საუნაში გადავწყვიტეთ, შემდეგ კი მოვიკრიბეთ გამბედაობა, რომ ესპანეთში არსებულ ერთადერთ თოვლის კაბინაში შევსულიყავით, სადაც მინუს 12 გრადუსია. წესით თოვლი მთელ ტანზე უნდა წაისვათ, მაგრამ ჩვენ მხოლოდ იმდენი ხანი გავძელით, რამდენიც ერთი თოვლის გუნდის გაკეთებას სჭირდება. სანაცვლოდ მხოლოდ 10 გრადუსამდე გამთბარ აუზში ვისკუპეთ, რომელიც თოვლის ოთახთან შედარებით ცხელ აბაზანად მოგვეჩვენა. თუმცა ნამდვილად ცხელი, მარილიანი აუზი, რომელიც ლამაზ ხედებს გადაჰყურებს, მაინც ჩვენს რჩეულად იქცა.
კიდევ რით შემიძლია გავერთო?
ჩვენ სიამოვნებით ვატარებდით დღეს ახლომდებარე სანაპირო კლუბში სტუმრობით, სადაც დროს ინფინიტი აუზსა და მზის ლაუნჯერს შორის ვანაწილებდით. აიღეთ მაგიდა შუაგულ მზეზე კლუბის რესტორანში და ტინტო დე ვერანოთი (სანგრიას მსგავსი სასმელით) გაიგრილეთ თავი. გასპაჩოც კარგი ვარიანტია, არც პაელაზე თქვათ უარი, მაგრამ დესერტიც ნუ დაგავიწყდებათ – ჟოლოს ტირამისუ ღვთაებრივი აღმოჩნდა. ჩვენ ღია ცის ქვეშ იოგას სესიასაც დავესწარით. მარცხნივ მთები იშლებოდა, მარჯვნივ კი ოკეანე – ამაზე სასიამოვნო გარემოს ძნელად თუ ინატრებს ადამიანი. ერთადერთი ხმა, რომელიც გვესმოდა, ხეების შრიალი და ჩვენი ინსტრუქტორის – მიშელის მშვიდი ტონი იყო. მართალია სრულიად არაკოორდინირებული ახალბედებივით დავიწყეთ ვარჯიში, მაგრამ ბოლოს თავს ნამდვილ პროფესიონალებად ვგრძნობდით. გოლფის ფანები რა თქმა უნდა „ფინკასკენ“ უნდა გაეშურონ. აქ სამი წლის განმავლობაში World Match Play-ს ჩემპიონატი იმართებოდა. გადავწყვიტეთ ჩვენი (თითქმის არარსებული) ნიჭი შეგვემოწმებინა და ჯეკ ნიკლაუსის აკადემიას ვეწვიეთ. ინსტრუქტორმა რიკარდომ საოცრად დახვეწა ჩვენი ტექნიკა და შეგვმატა თავდაჯერებულობა. გამოგიტყდებით, რომ ვერანაირ თასს ან ჯილდოს შინ ვერ წავიღებთ, მაგრამ შესამჩნევი გაუმჯობესება ნამდვილად მიღწეულია!
FREE TRAVEL გთავაზობთ:
სრულყოფილი სპორტული, კულტურული თუ სანაპირო ტურები:
ორმხრივი ავიაბილეთით,
სამოგზაურო დაზღვევით;
ტრანსფერი ორივე მიმართულებით – აეროპორტიდან განთავსების ადგილამდე
და უკან;
განთავსების მრავალფეროვანი არჩევანი.
სასტუმროში სხვადასხვა ტიპის ნომრები:
STANDARD – სტანდარტული ნომერი
SEA VIEW – ნომერი ზღვის ხედით
LAND VIEW – ნომერი ბაღის ხედით
SUITE – ნომერი საძინებლით და მისაღებით
Deluxe – მაღალი კლასის სასტუმრო (კერძო მომსახურებით)
APARTMENT – 2-ოთახიანი ნომერი
Family Room – ოჯახური ოთახი, სტანდარტზე უფრო დიდი
ROH – ნომრის ტიპი, რომელიც არ არის წინასწარ განსაზღვრული თუ სად მოხვდება ტურისტი. ეს ცნობილი იქნება მხოლოდ ტურისტის ადგილზე ჩასვლისას (ჩვეულებრივ ასეთ შემთხვევაში სასტუმრო ტურისტს შეუშვებს თავისუფალ ნომერში. ეს შესაძლოა იყოს სტანდარტული ან მაღალი კლასის ნომერი)
BG BUNGALOW – ეს არის სასტუმროს ძირითად შენობას მოშორებული კომფორტული
კოტეჯის ტიპის შენობა.
სასტუმროში დილის კვება;
საღამოს ვახშამი;
სურვილისამებრ მანქანის დაჯავშნა მძღოლით ან მის გარეშე.
www.FreeTravel.ge