სომბრეროები, მზე და თეთრი ქვიშა ნებისმიერი ადამიანისთვის საოცნებო ადგილია, როდესაც მას სურს ხმაურიან ქალაქს მოშორდეს და ყველაფერისგან მშვიდად დაისვენოს.
თუმცა მექსიკა ადამიანებს მხოლოდ ამის გამო როდი იზიდავს. აქ თუ მოხვდებით, აუცილებლად უნდა მოინახულოთ მაიას ტომების რივიერა, რომელიც განლაგებულია ტულუმის ანტიკურ ნანგრევებსა და საკურორტო ქალაქ პლაია დე კარმენს შორის. კარიბის ზღვის ეს ზღაპრული ნაწილი თავს საოცრებათა ქვეყანაში გაგრძნობინებთ.
მექსიკას ძალიან ხშირად სტუმრობენ ცნობილი ადამიანები. მათ შორის არიან: ჯასტინ ბიბერი, ჯულია რობერტსი, კამერონ დიასი, დრიუ ბერიმორი. ეს უკანასკნელი ხშირად აღნიშნავს ხოლმე, რომ მექსიკაში დასვენებას ეკოლოგიურად სუფთა სანაპიროების გამო ანიჭებს უპირატესობას.
მექსიკური დილა ტურისტებისთვის ადგილობრივ ბისტროებში საუზმით იწყება, სადაც ძალიან მრავალფეროვანი მენიუებია წარმოდგენილი. ტრადიციულ მექსიკურ კერძებთან ერთად შეძლებთ მიირთვათ განსაკუთრებული სანელებლებით შეკმაზული პიცა, ტორტილები, უგემრიელესი კოქტეილები. ბარებიდან და რესტორნებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია Sky Bar, Frida. Piaf – რესტორანი, სადაც საოცარი გარემო დაგხვდებათ. მიმზიდველი დიზაინით გაფორმებული სივრცე და დახვეწილი კერძები.
არ დაგავიწყდეთ ეწვიოთ Abhyanga & Shirodhara–ს, სადაც გამაჯანსაღებელ, ე.წ. რიტმულ მასაჟს გაგიკეთებენ, რომელიც მაქსიმალურად მოგადუნებთ და ენერგიით აგავსებთ. ასევე იქ ჩაგიტარებენ სხვადასხვა ექსკლუზიურ პროცედურასაც.
რაც შეეხება შოპინგს: პლაჟიდან ერთ კვარტალში მდებარეობს პლაია დე კარმენის ქუჩა, სადაც 5 კილომეტრზე გადაჭიმულია სხვადასხვა ბრენდული მაღაზია. მათ შორისაა Zara Home, American Apparel, Lacoste, უამრავი საიუველირო მაღაზია და უზარმაზარი სავაჭრო მოლი.
ახლა კი ვისაუბროთ იმაზე, რით შეიძლება დაკავდეთ მექსიკაში. დიდებული იქნება, თუ დილით აკუმალის პლაჟზე ზღვის კუებთან ერთად იცურებთ. ამ დროს წყალი კრისტალურად სუფთაა. იმდენად, რომ თუ ჩაყვინთვას გადაწყვეტთ, წყალში შეძლებთ თავისუფლად დაინახოთ თევზები, ნიჟარები და რიფები. თუ ადრენალინის დოზის მიღება გსურთ, მოგვიანებით კოზუმელში წადით, კვადროციკლი დაიქირავეთ.
დაბოლოს: საღამოს პლაია დე კარმენზე განლაგებულ ბარებსაც შეგიძლიათ ეწვიოთ, სადაც ტეკილას სრულიად უფასოდ გაგასინჯებენ.
არ დაივიწყოთ ცენოტე ჩემპიტა – ეს არის ადგილი, სადაც გამჭვირვალე და მწვანე წყალია. შეგიძლიათ იქ ერთ-ერთი ფერდობიდან გადახტეთ და იცუროთ კიდეც. მთავარია, ექსტრიმის არ გეშინოდეთ!
FREE TRAVEL
გსურთ მექსიკაში – სწორედ ამ არამიწიერთა სამფლობელოში მოგზაურობა? კომპანია Free Travel-ში შეგიძლიათ სრული სამოგზაურო ტურის დაგეგმვა და ორგანიზება მარტივად, კარგი პირობებით, მომსახურების საუკეთესო სერვისით.
გთავაზობთ:
კონსულტაციას სავიზო პროცედურების გასავლელად, საკონსულოსთვის აპლიკაციის შევსებას, საჭირო დოკუმენტების მოწესრიგებაში დახმარებასა და მათ გადახედვას, თარგმნასა და ნოტარიულ დამოწმებას.
დაგინიშნავთ საკონსულოში ვიზების საბუთების შეტანის დღეს, დაგიგეგმავთ თქვენთვის სასურველ სრულყოფილ საგზურს – ორმხრივი ავიაბილეთით, სამოგზაურო დაზღვევით, ტრანსფერს ორივე მიმართულებით – აეროპორტიდან განთავსების ადგილამდე და უკან.
განთავსების მრავალფეროვანი არჩევანით: სასტუმროები, აპარტამენტები და კოტეჯები;
სასტუმროში დილის კვებით, საღამოს ვახშმით, რომელიც სურვილისამებრ მექსიკური ტრადიციული კერძებით იქნება გაჯერებული. სურვილისამებრ მანქანის დაჯავშნას მძღოლით ან მის გარეშე. ეგზოტიკური და სხვა ადგილობრივი ტურები. www.FreeTravel.ge