საზაფხულო სეზონი უკვე გახსნა მომღერალმა მარკუს მეტრეველმა, მან სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოებით უკვე დაიპყრო გუშემატკივრების გულები. OK! დაინტერესდა, სად ისვენებს მარკუს მეტრეველი და მომღერალს დაუკავშირდა.
„ჩემი არდადეგები ყოველთვის საქმესთან ასოცირდება, ვინაიდან 100%-იანი დასვენება უფრო მღლის და მოსაწყენია ხდება ჩემთვის. როცა საზაფხულო არდადაგებს საქმეც თან ახლავს, ჩემთვის უფრო სასიამოვნოა. ამჟამად სამუშაო ვიზიტით ვიმყოფები ბუგლარეთის ცნობილ ოქროს ქვიშებზე. მიმიწვიეს საერთაშორისო კონკურსის საპატიო ჟიურის წევრად და ვხსნი ჩემი სიმღერით კონკურსს Little Miss და Mister Planet 2016-ს. თბილისიდან გავემგზავრეთ დელეგაცია: მე, ქეთი ორჯონიკიძე და ეკა მგალობლიშვილი ჩავფრონდით სტამბულში, გვქონდა შეხვედრები. შემდგომ კი, გადავფრინდით ბულგარეთში.
ამჟამად დასვენებას საქმესაც ვუთავსებთ და ვიმყოფებით არაჩვეულებრივ ადგილას, ოქროს ქვიშებზე, საოცარ გარემოში.
29-ში ვბრუნდები თბილისში და 30-ში ღამე მივფრინავ ბაქოში, სადაც გამართება ჩემი კონცერტი და დიზაინერის კოლექციის ჩვენება. შემდგომ კი, ივლისის თვეს პრაღით დავასრულებ. მერე მოდის ისევ ბათუმი. სექტემბრის ბოლოს გავემგზავრები საბერძნეთში, სადაც ნამდვილად დავისვენებ ჩემს სახლში“, - განაცხადა მარკუს მეტრეველმა OK!-სთან საუბრისას.