-,,ჩვენ ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ, მაგრამ ცოტას თუ ახსოვს ეს" - პატარა პრინცი.
მშობლებს არ სჭირდებათ განსაკუთრებული სუპერძალა რომ გმირებად იქცნენ. ისინი უკვე უყვართ შვილებს ისეთები როგორებიც არიან. ოჯახის ახალი წევრი საუკეთესო საშუალებაა ბავშვობაში დასაბრუნებლად. სიყვარული, ბავშვური გონება და ცოტაოდენი ჯადოსნური მტვერი ფრენისთვის სრულიად საკმარისია ბავშვობის მოგონებების ხელახლა განსაცდლად.
1. უნიკალური ვარცხნილობები
ფილიპ მორდჯესი უნიკალურ ვარცხნილობებს აკეთებს. მთავარი მოტივატორი მისთვის ქალიშვილი, ემა გახდა. ამის შემდეგ მიხვდა, რომ პატარა პრინცესებს სრულყოფილებისთვის მხოლოდ ლამაზი ვარცხნილობა აკლიათ.
2.მაღაზია Blockbuster-ის ანალოგი აუტისტი ბიჭისთვის
მშობლებმა გადაწყვიტეს შვილის საყვარელი ანიმაციური ფილმების საუკეთესო კოლექცია სპეციალურად მისთვის დაემზადებინათ.
3. სმენადაქვეითებული გოგონას მამის ორიგინალური ტატუ
პატარა გოგონასთვის სმენის აპარატი დისკომფორტს იწვევდა. ვიზუალურად არ მოსწონდა და ფიქრობდა რომ ამის გამო არაბუნებრივად გამოიყურებოდა. სწორედ ამიტომ, მამამ ანალოგიური ტატუ გაიკეთა.
4.დიდი ოჯახი
ბავშვები ყველაფერს ცვლიან. დამოკიდებულებას,განწყობას, სამომავლო გეგმებს. მიუხედავად იმისა, რომ რიკიმ და კლარამ დაშორების შემდეგ ახალი ოჯახები შექმნეს საერთო შვილის დახმარებით ისინი მაინც ახერხებენ მეგობრობას და შაბათ-კვირის ერთად გატარებას.