კარგი ფილმის ყურების შემდეგ სიჩუმე საუკეთესო ემოციაა. რთულია აღწერო რა ნახე ეკრანზე მაშინ, როდესაც ფილმი ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს. ფილმების ხუთეულში, რომელიც მაყურებელმა შეადგინა, ჩვენი დროის საუკეთესო დრამები მოხვდა.
ამ ისტორიებმა მოახერხეს ყოფილიყვნენ დასამახსოვრებელი და გამოეწვიათ ემოციები მილიონობით მაყურებელში.
1) Manchester by the Sea (მანჩესტერი ზღვასთან)
მთავარ როლებში: კეისი აფლეკი, მიშელ უილიამსი, კაილ ჩენდლერი
სანტექნიკი ლი ასოციალური ადამიანია. მისი ძმა გარდაიცვალა. 16 წლის ძმიშვილის მეურვე თვითონ ხდება. მშობლიურ ქალაქში დაბრუნება დიდ სტრესთან არის დაკავშირებული. წარსულის მოგონებები არსად ქრება. სცენარის მიხედვით ლი საკუთარ თავს ძველ გადაწყვეტილებებს ვერ პატიობს. მსახიობების იდეალური შესრულება და არასტანდარტული ატმოსფერო პირველივე კადრებიდან იპყრობს მაყურებლის გულს.
2) Moonlight (მთვარი შუქი)
მთავარი როლებში: ალექს ჰიბერტი, ეშტონ სანდერსი, ნაომი ჰაირისი
მთავარი გმირი მაიამიში დაბადებული აფროამერიკელია. მისი ცხოვრება უცნაურად წარიმართა. მისი კომფორტის ზონა თითქმის არ არსებობს. მას მუდმივი ბრძოლა უწევს როგორც ოჯახთან და საზოგადოებასთან, ასევე საკუთრ თავთან. ფილმი სამ ნაწილად გვიყვება ისტორიას. ბავშვობა, ახალგაზრდობა და დიდების სამყარო. ოსკაროსან ფილმში არაერთი სოციალური პრობლემაა წამოჭრილი. ეს არის ისიტორია იმის შეახებ, თუ როგორი ძნელია სამყაროში მიუხედავად ყველაფრისა არ დაკარგო საწყისი ღირებულებები და იპოვო საკუთარი ადგილი.
3) Ma ma (დედა)
მთავარ როლებში: პენელობა კრუსი, ლუის როსარი, ასიერ ეჩეანდია.
მაგდა ნიჭიერი მასწავლებელი და მოსიყვარულე დედაა. ამის პარალელურად პენელოპას გმირს მძიმე დიაგნოზთან უწევს შეგუება. მისი სხეული სულ მალე უკანასკნელ საციცოხლო რესურსს დაკარგავს. ეს არის ფილმი სიცოცხლის სიყვარულზე, სიძლიერეზე და მორიგი დღისთვის ბრძოლაზე.
ემოციური ბრძოლის ამბავი, თუ როგორ იმარჯვებს სიცოცხლე სიკვდილზე.
4) Babel (ბაბილონი)
მთავარ როლებში: ბრედ პიტი, ქეით ბლანშეტი, გარელ გასა ბერნალი
ფილმის გმირებს მანძილი, ენა და კულტურა განასხვავებს , თუმცა საერთო სივრცე მათ გაერთიანებას მაინც ახერხებს. იაპონელი გოგონა დედის სიკვდილის შემდეგ რადიკალურად იცვლება. ახალგაზრდა წყვილი მოროკოში მოგზაურობას გადაწყვეტს, როდესაც ქეით ბლანშეტის გმირი ტრაგედიის მსხვერპლი გახდება.
ყოველი მათგანი მითიური ბაბილონის მაცხოვრებელია, ადგილის სადაც ადამიანები ერთანეთს ვეღარ უგებენ.
5) The Pianist (პიანისტი)
როლებში: ედრიან ბროუდი, ამილია ფოქსი
ფილმი რეალურ ისტორიას მოგვითხრობს და მოქმედება პოლონეთის ოკუპაციის პერიოდში ვითარდება. რეალური პერსონაჟი, ვლადისლავა შპილმანი ნამდვილ ჯოჯოხეთში ხვდება.
ფილმზე ხშირად საუბრობენ, განიხილავენ. მაყურებლის აზრები ხშირად ერთმანეთს არ ემთხვევა, თუმცა ამბობენ, რომ კინოსურათი უდაოდ ძლიერი ნამუშევარია.
კინოისტორიაში ,,პიანისტი" უნიკალურ კადრებად შევიდა. ყველაფერს საკუთარი ისტორია აქვს. მშვიდობის პერიოდის საძირკველი ყოველთვის სისხლიანია.