მსოფლიოს ყველაზე გრძელი შუშის ხიდი ჩინეთში გასულ კვირას გაიხსნა. ხიდი ჩანძზიაცის მთებს შორის მდებარეობს - მისი შექმის იდეა ამერიკული ფანტასტიკური ჟანრის ფილმიდან Avatar-დან დაიბადა.
430 მეტრის სიგრძის ხიდი, მიწიდან 300 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და მისი იატაკი მთლიანად გამჭვირვალეა.
ხიდს ერთდროულად 800 ადამიანის დატევა შეუძლია. გახსნის დღიდან მასზე უკვე უამრავმა ტურისტმა გაიარა და უდიდოესი პოპულარობა მოიპოვა.
ხიდი არქიტექტორმა ჰამიდ დოტანმა დააპროეტა, რომელიც წარმოშობით ისრაელიდან არის. „ჩემი მთავარი მიზანი იყო, რომ ხალხს განეცადა შიში. სწორედ ამ შთაგონებით შეიქმნა ეს საოცრებაც. მაგრამ მე არ მეშინია - როგორც ხედავთ ხიდი ძალიან უსაფრთხოა“,- განაცხადა არქიტექტორმა.
ბოლო ერთი კვირაა, რაც ხიდი მედიასაშუალებების მთავარ სამიზნედ იქცა, გაჩნდა უამრავი კითხვა მის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რის გამოც პროექტის ორგანიზატორებმა ჟურნალისტების თვალწინ ხიდი გატეხვა უზარმაზარი ჩაქუჩით სცადეს, მიუხედავად იმისა, რომ მინებმა ბზარები გაიკეთა მის უსაფრთხოებაში ყველა დარწმუნდა.