ბარაკ და მიშელ ობამები საზოგადოების ყურადღების ცენტში 2007 წლიდან მოექცნენ, მას შემდეგ რაც ბარაკმა საარჩევნო ცეიბ-ცხელებაში ჩართვა გადაწყვიტა. 2009 წელს ამერიკამ ისტორიაში პირველი ფერადკანიანი პრეზიდენტი აირჩია და დღემდე, მისი როგორც პოლიტიკური, ასევე პირადი ცხოვრება საზოგადოებისა და ჟურნალისტების მთავარ სამიზნედ არის ქცეული.
ობამების დიდი ოჯახი ხშირად ხვდება სხვადასხვა ჟურნალებისა და ინტერნეტგამოცემებიც მთავარ გვერდებზე. განსაკუთრებით ყურადსაღები კი, ცოლ-ქმრის უსაზღვრო სიყვარული და ჰარმონიული ურთიერთობაა.
ჟურნალისტმა ჩელსი მატიაშმა, ობამების სასიყვარულო ისტორია ერთ დიდ ალბომად აქცია და 27 წლის წინ დაწყებული Love Story ფოტორეპორტაჟით წარმოადგინა.