ზაფხულის სეზონი ბევრისთვის მოგზაურობითა და თავგადასავლებით იწყება, ზოგს კი, სხვადასხვა მიზეზების გამო, ქალაქში დარჩენა და დატვირთულ რეჟიმსა და გაუსაძლის სიცხეში უწევს ყოფნა.
თუ თქვენი წლევანდელი ზაფხულიც ქალაქიდან გაუსვლელად იწურება, გულს ნუ გაიტეხთ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სამოთხეში! აქციეთ თქვენი დღე, რელაქსაციისა და განტვირთვის ნამდვილ დღესასწაულად. ეწვიეთ Sam Raan Spa-ს და დატკბეთ მრავალფეროვანი სპაპროცედურებით მთელი მსოფლიოდან, მიიღეთ უმაღლესი ხარისხის მომსახურება და საკუთარ თავს დაუვიწყარი მოგზაურობა მოუწყეთ.
Sam Raan Spa არის უნიკალური და საუცხოო კომპლექსი, რომელშიც შეგიძლიათ დატკბეთ განსაკუთრებული რიტუალებითა და სპაპროცედურებით. ერთ სივრცეში თქვენ შეძლებთ ისარგებლოთ: საცურაო აუზით, სატრენაჟორო დარბაზით, თურქულ აბანოთი, ჰიმალაიური მარილის ოთახით, მკვდარი ზღვის მინერალებიანი აუზით, მშრალი და ორთქლის საუნებით, რელაქს ზონითა და ამ ყველაფერთან ერთად, სხვადასხვა სახის მასაჟებით და გამაჯანსაღებელი პროცედურებით. გარდა ამისა, Sam Raan Spa გთავაზობთ სილამაზის სალონისა და სოლარიუმით მომსახურებას.
Sam Raan Spa-ში ასევე შეძლებთ ისარგებლოთ ისეთი პროცედურებით, როგორებიცაა: ტანდემ მასაჟი - ანუ „ოთხი ხელით“ მასაჟი, მასაჟი ბალახის ტომსიკებით, ცხელი ქვებით, ტრადიციული ტაილანდური და ინდური მასაჟებით, შვედური მასაჟითა და რაც დღეს ყველას გვჭირდება, აუცილებლად სცადეთ ფეხის მასაჟის გაკეთება - ეს არის უნიკალური სარელაქსაციო პროცედურაა, რომელიც ხსნის დაღლილობას, ზრდის კიდურებისა და მთელი სხეულის კუნთების ტონუსს. Sam Raan Spa-ს სრული სერვისების შესახებ, დამატებითი ინფორმაცია, შეგიძლიათ იხილოთ მისამართზე: www.samraan.com
ასე რომ, დროა, დაივიწყოთ ფიქრი სამსახურსა და პრობლემებზე, ხომ გახსოვთ, თქვენ ყოველივე საუკეთესოს იმსახურებთ. მიეცით საკუთარ თავს უფლება აღიდგინოთ ენერგია და დრო საკუთარ სილამაზესა და სიმშვიდის უსასრულო განცდას დაუთმოთ.