ზაფხულის სეზონის აქტუალურ საკითხად იქცა პლაჟისათვის იდეალურად მომზადებული სხეული, მოხდენილი ტანი და ბრაზილიური სუპერბიკინი ფორმები. ქართული OK! გაგაცნობთ ესთეტიკური მედიცინის სიახლეებს, რათა საკუთარი სხეული ისეთივე მიმზიდველი გამოგვიჩნდეს საცურაო ბიკინში, როგორც ეს ბრაზილიელი ქალბატონების შემთხვევაშია, რომელთა 70%-ს გაკეთებული აქვს დუნდულებისა და საჯდომის კორექცია. ეს ოპერაცია განსაკუთრებით პოპულარულია მსოფლიო ტოპმოდელებში - ის Victoria’s Secret-ის ანგელოზების საყვარელ პლასტიკურ პროცედურას წარმოადგენს. ქალბატონებისთვის ამ მეტად საინტერესო თემაზე ქართულ OK!-ს ესთეტიკური მედიცინის ცენტრ “ტოტალ შარმის” მთავარი ქირურგი გიორგი სულამანიძე ესაუბრა.
ბატონო გიორგი, რამდენად პოპულარულია დუნდულებისა და საჯდომის კორექცია საქართველოში?
როგორც წესი, საქართველოში ძალიან პოპულარულია ძუძუს პლასტიკური ოპერაციები, ხოლო დუნდულების, საჯდომის, გვერდების კორექციასა და გალამაზებას რატომღაც გაურბიან ქართველი ქალბატონები, რაც, ვფიქრობ, მათი არასაკმარისი ინფორმირებულობის ბრალია. მათ არ იციან, რომ მსგავსი ოპერაციის გაკეთება ძალიან მარტივია.
რამდენად აღიარებული და მიღებულია ეს პლასტიკური ოპერაცია მსოფლიოში?
დუნდულებისა და საჯდომის კორექცია მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ოპერაციად მიიჩნევა. განსაკუთრებით – ბრაზილიაში. რატომღაც ყველას მიაჩნია, რომ ბრაზილიელებს გენეტიკურად აქვთ ის ულამაზესი, მკვრივი ფორმები, რომელიც ჩვენ ყველას ძალიან მოგვწონს. ამ დროს, სტატისტიკურად ცნობილია, რომ ბრაზილიელი ქალბატონების 70%-ს გაკეთებული აქვს დუნდულებისა და საჯდომის კორექცია. ეს ოპერაცია განსაკუთრებით პოპულარულია მსოფლიო ტოპმოდელებში – ის Viktoria’s Secret-ის ანგელოზების საყვარელ პლასტიკურ პროცედურას წარმოადგენს.
თუ შეიძლება, უამბეთ ქართული OK!-ს მკითხველებს ამ ოპერაციის მეთოდების შესახებ.
არსებობს დუნდულების კორექციის ორი გზა. პირველი – ესაა ინპლანტებით ოპერაცია, რომლის დროსაც ხდება დუნდულას გაკვეთა და ინპლანტის ჩადგმა. ამ დროს ნაწიბური საკმაოდ დიდია და სამწუხაროდ, დიდხანს რჩება. გარდა ამისა, ვინაიდან ინპლანტი საჯდომზე თავსდება, გარკვეული პერიოდის – 2-3 წლის შემდეგ შესაძლოა მოხდეს მისი გადაადგილება, ქვემოთ ჩამოწევა და ოპერაციის ეფექტის დაკარგვა.
დღეისათვის თუ არის დანერგილი ესთეტიკურ ქირურგიაში ამ ოპერაციის რაიმე სხვა, უფრო გრძელვადიანი ეფექტის მქონე მეთოდი?
დიახ, ნამდვილად არის. დღეს “ტოტალ შარმში” ვიყენებთ დუნდულების კორექციის გაცილებით მაღალეფექტურ და უსაფრთხო მეთოდს, რომელიც გულისხმობს კომბინირებულ მიდგომას: კერძოდ, ვიღებთ ცხიმს პაციენტის სხეულის იმ ზონებიდან, სადაც ის ზედმეტია, ანუ ვაკეთებთ მინილიპოსაქციას – ლიპოსკულპტურას, რის შემდეგაც მას გადავამუშავებთ და შეგვყავს დუნდულას იმ მიდამოში, სადაც საჭიროა მივიღოთ მრგვალი და ლამაზი ფორმა. ბოლოს, სპეციალური აპტოს (APTOS) ძაფებით, დუნდულას მიეცემა დამატებითი სიმკვრივე და ფიქსირდება იმ იდეალურ ფორმაში, როგორიც პაციენტს სურს რომ ჰქონდეს.
გიორგი, თუ შეიძლება უფრო დაწვრილებით გაგვაცანით უშუალოდ ოპერაციის პროცესი.
ეს ოპერაცია მხოლოდ ჩხვლეტით ხორციელდება. კანი არ იჭრება. ყველაზე დიდი ნაჩხვლეტი 2-3 მმ-ია, შესაბამისად, პაციენტს არანაირი ნაწიბური არ რჩება. მიუხედავად ამისა, ოპერაცია ნარკოზით კეთდება, რადგან დუნდულა სხეულის საკმაოდ მოცულობითი ნაწილია და მისი ადგილობრივი გაყუჩება საკმაოდ მოუხერხებელი და პრობლემურია.
როგორია ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციის პროცესი?
რადგან ოპერაცია საკმაოდ მარტივია, რეაბილიტაციის პროცესიც ძალიან ხანმოკლეა. ოპერაციის შემდგომი ტკივილები თითქმის არ აღინიშნება, პაციენტი მხოლოდ 1 ღამით რჩება კლინიკაში, მეორე დღიდან კი აგრძელებს ჩვეული ცხოვრების რიტმს.
თუ შეიძლება გვითხარით, რამდენად გრძელვადიანია ამ ოპერაციის ეფექტი?
მიღებული შედეგი უცვლელად ნარჩუნდება მინიმუმ 5-6 წლის განმავლობაში, რასაც უმეტესად აპტოს ძაფები უზრუნველყოფს. ის განსაკუთრებულად სწევს სხეულის ქსოვილებს ზემოთ და მაქსიმალურად ახანგრძლივებს ეფექტს. 5-6 წლის შემდეგ, იდეალური ეფექტის შესანარჩუნებლად, პაციენტს უკეთდება უმცირესი კორექცია სპეციალური გაწოვადი გელით, ყოველგვარი ქირურგიული ჩარევის გარეშე.
რამდენად ახდენს გავლენას ამ ოპერაციის გრძელვადიანი ეფექტის შენარჩუნებაზე პაციენტის წონის ცვლილება?
ეს საკმაოდ საგულისხმო ფაქტორია. 4-5 კილოგრამზე მეტის მატება ან დაკლება წონაში უკვე უარყოფითად აისახება სხეულზე. თავისთავად ცხადია, შედეგზე უდიდეს გავლენას ახდენს მშობიარობაც.
რა ხდება მაშინ, როცა პაციენტს მხოლოდ დუნდულას ფორმის შეცვლა, მაგალითად, აწევა უნდა, ზომის შეცვლის გარეშე?
ასეთ შემთხვევაში მხოლოდ აპტოს ძაფებით ხდება კორექცია და ლიპოსკულპტურას აღარ მივმართავთ. ამგვარი შემთხვევების უპირატესობად შეიძლება მივიჩნიოთ ის, რომ ოპერაცია უკვე არა ნარკოზით, არამედ ადგილობრივი ანესთეზიით კეთდება.