თანამედროვე კოსმეტოლოგიური მიღწევები ქალებს არაჩვეულებრივ საშუალებას აძლევს თავიდან აიცილონ რუტინული პროცედურები. არსებობს სპეციალური პიგმენტები, რომელთა დახმარებითაც მზადდება პერმანენტული მაკიაჟი (ტატუირება). პიგმენტები კანის ზედა ფენაში შეჰყავთ, რაც უზრუნველყოფს მუდმივ მაკიჟს 3-5 წლის განმავლობაში. ეს პროცედურა გაძლევთ შანსს დაფაროთ ნაკლოვანებები სახეზე და დაზოგოთ დრო და ენერგია, რადგან დროის ნებისმიერ მონაკვეთში თქვენ არაჩვეულებრივად გამოიყურებით.
პერმანენტულ მაკიაჟს აქვს რიგი მნიშვნელოვანი უპირატესობებისა:
დარწმუნებული იყავით, თქვენი მაკიაჟი უსაფრთხოდაა და წყალი მას ვერანაირ ზიანს ვერ მიაყენებს
ტატუირების მეშვეობით შესაძლებელია არა მხოლოდ თხელი, არამედ სქელი თმის ეფექტის შექმნაც წარბებისთვის
პერმანენტული მაკიაჟის მეშვეობით შესაძლებელია ბუნებრივი ხალის ან თუნდაც ჭორფლების შექმნა
ყოველდღიური მაკიაჟისგან თავის არიდება კანს გაღიზიანებისგან იცავს
ტატუირება განსაკუთრებით სასარგებლოა პაციეტებისთვის, რომლებსაც:
აქვთ კურდღლის ტუჩი
სცვივათ წარბები ან წამწამები
აქვთ თანდაყოლილი სახის ტრავმა
სჭირდებათ ნაოპერაციევი კონტურების გაქრობა
ტატუირება იგივე პერმანენტული მაკიაჟი - ეს არის მეთოდი ტუჩის ფორმის, ქუთუთოების, წარბების ფერადი კორექციისთვის, რომელსაც აქვს საკმაოდ ეფექტური შედეგი და რაც მთავარია იდეალური რეზულტატი კანის დაზიანების გარეშე მიიღწევა.