საქართველოს პირველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ვენაში მიმდინარე ERSTE BANK OPEN-ის ტურნირის ძირითად ბადეში გავიდა. ძირითად ბადემდე საქართველოს პირველმა ჩოგანმა პირველ საკვალიფიკაციო შეხვედრაში ბრაზილიელ ტომას ბელუჩის ანგარიშით 6:2; 7:5 სძლია, მეორე შეხვედრასი კი რუმინელი რადუ ალბოტი 6:3; 0:6; 6:3 დაამარცხა.
ძირითადი ბადის პირველივე შეხვედრაში ქართველი ჩოგბურთელი ტურნირზე მეორე განთესვის ტომას ბერდიხს დაუპირისპირდება.